1-ლი მაისი აქცია-მანიფესტით აღინიშნა

ვიდეო

1-ლი მაისს, შრომის დღესთან დაკავშირებით აქცია-მანიფესტი გაიმართა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და მელიქიშვილისკენ დაიძრა. აქციას პერფორმანსის სახე ქონდა და მუსიკოსთა ჯგუფი უძღვებოდა წინ. მოგვიანებით კი “ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები”, “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები”, “შშმ პირთა გაერთიანება”, “ახალგაზრდა პროფკავშირები”, “მრავალხმიანი დიპლომატიის ინსტიტუტი და ახალი იდეა” შეუერთდნენ. მსვლელობამდე წაიკითხეს მანიფესტი, რომელიც შრომით უფლებებთან დაკავშირებულ 8 მოთხოვნასა და იდეას მოიცავდა. აქცია მიემართებოდა აღმასრულებელ, საკანონმდებლო და კერძო სექტორს. მისი  მთავარი მიზანი ადამიანის თავისუფლება და თანასწორუფლებიან სამართლიან გარემოში მუშაობა და ღირსეული თანაარსებობის პირობების შექმნა, ახალგაზრდების დასაქმებასა და განსხვავებული სოციალური თუ ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, საზოგადოების თითოეული წევრისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფას.

მარიამ ავაკოვა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები