სწორად წარმართული ჯანსაღი ცხოვრება

ვიდეო

საკუთარ სხეულსა და ფორმაზე ზრუნვა ერთობ საჭირო და სასიამოვნო პროცესია. მით უმეტეს, როდესაც ფიტნეს სახლების წყალობით ვარჯიში და, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი კიდევ უფრო პოპულარული და აქტუალური გახდა. თუმცა, სასურველი შედეგის მიღება არც სურვილსა და მონდომებაზეა დამოკიდებული და არც ვარჯიშის პროცესზე, თუ საჭირო წესები არ დაიცავი. ეს მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვას არ ეხება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორად კვება. ფიტნეს სახლებში არიან ინსტრუქტორები, რომლებიც მომხმარებლებს ამ წესებს აცნობენ და ცდილობენ, გაწერონ თითოეული მათგანისათვის საჭირო პროცედურები. თუმცა, არსებობს ადამიანთა მეორე კატეგორია, რომელიც ვარჯიშს სახლის პირობებში ამჯობინეს. იმისათვის, რომ სწორად წარმართოთ თქვენს სხეულზე ზრუნვა, სიუჟეტში ერთ-ერთი ფიტნეს სახლის ინსტრუქტორები საჭირო რჩევებს გაგვანდობენ.

ნანუკა ბრეგაძე

გიორგი შავერდაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები