Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტური სახე სამხატვრო აკადემიიდან – ქრისტი ბოტკოველი

სტუდენტური სახე სამხატვრო აკადემიიდან – ქრისტი ბოტკოველი
May 07
14:41 2014

საკუთარ თავზე ბევრს არ ლაპარაკობს, კითხვებს  ლაკონიურად, თუმცა სიღრმისეულად პასუხობს. ფიქრობს, რომ ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ყველა.  სიტყვაძუნწობას მისი მეტყველი თვალები აბალანსებენ…

10342595_321704217983056_165486342_n

ქრისტი ბოტკოველი სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტია. ფაკულტეტი  კინო–ტელე მხატვრობა. ხატავს, მღერის, უსმენს გემოვნებიან  მუსიკას და უყვარს ყველაფერი, რაც  დაკავშირებულია ხელოვნებასთან. აქვს facebook- ის გვერდი, სადაც ყიდის თავის მოხატულ მაისურებსა და ნახატებს. ,, ჩემი ერთერთი მიზანი (რომელსაც ძალიან მალე მივაღწევ) მაღაზიის გახსნაა, რომელიც იქნება ჩემი მოხატული. იქ გავყიდი ჩემს მაისურებსა და ნახატებს და ყველა მყიდველს შოკოლადის ნამცხვრით გავუმასპინძლდები. მაღაზიაში კარგ მუსიკას მოუსმენენ და იქნება ისეთი გარემო, რომ მოსვლა ყველას გაუხარდეს”, – ფიქრობს,  რომ ცხოვრებაში მთავარია ადამიანმა დაისახო მიზანი, ,,დაუღალავი შრომით დაუპყრობელი მწვერვალი არა არსებობს”…

თვიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ბიზნეს ადმინისტრირებაზე, თუმცა ეს არ იყო ჩემი მოწოდება, ბავშობიდანვე მხატვრობა მიტაცებდა, მახსოვს ბავშობაში  მე და ბაუა ერთად ძალიან ბევრს ვხატავდით. დედაც ხატავდა,  თუმცა პროფესიით ამ საქმეს არცერთი არ გაყოლია”.

ხატავს სულ, იმიტომ რომ ეს ქრისტის სამსახურია. ხატავს იმას, რასაც უკვეთავენ და რაც მის სულთანაა ახლოს. ,,ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მინდა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და რაც ყველაზე მეტად ჩემია. ჩემს სულთანაა ახლოს.”

მოსწონს თითქმის ყველა მიმდინარეობიდან, რაღაც ნახატები, მაგრამ უფრო სიურეალიზმსა და სალვადორ დალის გამოყოფს.

არ იყო ეგ კაცი ნორმალური, ოღონდ გულწრფელად, მე კიდე პირველ რიგში გულწრფელი ადამიანები მომწონს, საშინლად ამბიციური და საზიზღარი ადამიანი იყო, მაგრამ მაგ ყველაფერთან ერთად შეეძლო სიყვარულიც და ძალიან უყვარდა თავისი ცოლი, აქაც გულწრფელი იყო. რა თქმა უნდა, ნახატებიც მომწონს, თუმცა დიდ ფილოსოფიას არ დავიწყებ, უბრალოდ არსებობს მომენტი, როცა, რაღაცას უყურებ და მოგწონს.

როგორც ყოველთვის, არც თავის ნახატებზე საუბრობს ბევრს . ეს ქრისტის პირველი ნახატია 2012 წლის ნოემბერში დახატა. ,, იდეაში დიდი აზრი არ ჩამიდია, უბრალოდ მიყვარს მთვარე და მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს გვაქვს რაღაც კავშირი კოსმოსთან”.

10335807_321704227983055_1808518928_n

რაც შეეხება მუსიკას …

ძალიან მიყვარს მუსიკა, განსაკუთრებით მგზავრობის დროს. სახლიდან გასვლამდე ამინდს ვუთანხმებ ხოლმე ჩემს ფლეილისტს, რომ გზაში მარშრუტკიდან ყურების დროს კლიპივით იყოს გარეთ ყველაფერი. განსაკუთრებულად საყვარელი მომღერალი ან ბენდი არ მყავს და ვერასდროს ვერ ვპასუხობ კონკრეტულად ამ კითხვას, მაგრამ ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე Pink Floyd-ჰქონდა, გემოვნების ჩამოყალიბების მხრივ. მამა მასმენინებდა ბავშობაში და ძალიან მიხარია, რომ კარგი მუსიკის მსმენელად ჩამოვყალიბდი.

ფიქრობს, რომ დაახლოებით აქვს ისეთი ცხოვრება , როგორიც სულ უნდოდადა , ცხოვრობს თავისუფალი ცხოვრების სტილით. ,, თავისუფლება ნორმალური მოვლენაა და ვერ ვხვდები, რატომ უნდა გქონდეს განსაკუთრებული გრძნობები მის მიმართ, ყველა უნდა ვიყოთ თავისუფლები და შეგვეძლოს ყველაფრის თქმა და გაკეთება, უბრალოდ ზოგი საზღვრებს ცდება და თავისუფლება ამორალურობაში ეშლება, თუმცა ესეც მათი საქმეა, იმიტომ რომ, თავისუფლები არიან”.

და ბოლოს…

– სამომვალოდ უფრო დიდ მაღაზიებზე ვფიქრობ, ოღონდ სხვა ქვეყნებშიც.  მინდა ბევრ ქვეყანაში ჰქონდეთ ადამიანებს ჩემი  ნახატები და თან უყვარდეთ. რაც შეეხება კინო– მხატვრობას, როცა უნივერსიტეტს დავამთავრებდი კინომხატვარი უნდა ვყოფილიყავი პროფესიით, მაგრამ ჯერჯერობით, რაღაც მიზეზების გამო ეს არ გამომდის, თუმცა მომავალში აუცილებლად ავიხდენ ამ ოცნებასაც.

სანამ ქრისტი თავის ჩანაფიქრს განახორციელებს, უნდა, რომ რაღაც შეცვალოს, არა თავის ცხოვრებაში, არამედ საკუთარ თავში. ,,მინდა, შემეძლოს გრძნობების კარგად გამოხატვა და იმ ადამიანებს, ვინც ნამდვილად იმსახურებენ, ხშირად ვეუბნებოდე თბილ და კარგ სიტყვებს”.

10299360_321714961315315_465792456_n

untitled323

მოამზადა ნათია ხიჯაკაძემ 

827 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2014
M T W T F S S
« Apr   Jun »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031