Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ლევან ყიფიანი: ”ეს დღეები იქნება ყველაზე ტკბილი და ლამაზი მოსაგონებელი სტუდენტებისთვის, მე ვუერთდები მათ სიხარულს”

ლევან ყიფიანი: ”ეს დღეები იქნება ყველაზე ტკბილი და ლამაზი მოსაგონებელი სტუდენტებისთვის, მე ვუერთდები მათ სიხარულს”
May 09
16:23 2014

8 მაისს, 20:00 საათზე, ვარდების მოედანზე პროექტის ,,სტუდენტური დღეები 2014 ევრპული მომავლისთვის” საზეიმო გახსნა და კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა – ,,ეს არის ძალიან კარგი წამოწყება, კარგი დასაწყისი. ეს დღეები იქნება  ყველაზე ტკბილი და ლამაზი მოსაგონებელი სტუდენტებისთვის, მე ვუერთდები მათ სიხარულს,  ამიტომაც ჩვენი სამინისტიო მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.”

10348624_322780021208809_8611959858624797174_n

პროექტის გახსნისას მონაწილე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტებს გადაეცათ სიგელები მონაწილეობისთვის, ხოლო ოფიციაური ნაწილის დასრულების შემდეგ, გაიმართა ჯგუფი ,,ფრანის” კონცერტი.
პროექტი ”სტუდენტური დღეები” არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის. წელს პროექტში მონაწილეობს საქართველოს 47 უმაღლესი სასწავლებელი. ღონისძიება ქართული ახალგაზრდების ევროპული მომავლის ეგიდით ტარდება.
 სტუდენტური დღეები 2014 – ის მიზნები და ამოცანებია: 
  • ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • ქართველი ახალგაზრდების ევროპული არჩევანის მხარდაჭერა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
  • სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა;
  • ევროინტეგრაციის შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ;
  • სტუდენტების მეშვეობით ევროპული ფასეულობების გავრცელებას სხვა სამიზნე ჯგუფებში;
  • სტუდენტების კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლებას;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების ინტეგრაციას;
 
     აღსანიშნავია, რომ  სტუდენტური დღეები 2014-ის დაწყება სტუდენტებს  მიულოცა უსინათლო შაბან მამედოვმა სიმღერით – ”მომენდე, მე გაჩუქებ მზეს”.
 
პროექტი სტუდენტური დღეები 2014  ითვალისწინებს შეჯიბრს სპორტულ, კულტურულ – შემოქმედებით, ინტელექტუალური მიმართულებების  სახეობებში. პროექტის გამარჯვებულს გამოავლენს ჟიურის წევრები და მსაჯები სხვადასხვა მიმართულებებისა და სახეობების მიხედვით.
ღონიძიების დასასრულს დაჯილდოვდება, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ნომინაციები. გამარჯვებულთა ქულები შეიკრიბება და გამოცხადდება წლის გრან-პრის მფლობელი უმაღლეს სასწავლებელი.
პროექტი სტუდენტური დღეები 2014  დაიხურება 6 ივნისს, ფილარმონიაში.
მოამზადა ნათია ხიჯაკაძემ
188 ნახვა
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2014
M T W T F S S
« Apr   Jun »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031