Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტური ქალაქების გიდი: მანჩესტერი

სტუდენტური ქალაქების გიდი: მანჩესტერი
May 11
19:08 2014

მანჩესტერი ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია. ის, ვინც აქ პირველად მოხვდება, თავისუფლად შეიძლება დაიკარგოს ახალ და უცხო გარემოში. აქ ერთი წლის გატარების შემდეგაც კი, სტუდენტებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ შესასწავლი ამ ქალაქის შესახებ. მანჩესტერი ხომ უამრავ საინტერესო ადგილსა და თავგადასავალს თავაზობს მათ.

ღამის ცხოვრება

მანჩესტერი ცნობილია თავისი მუსიკალური სცენებით. ქალაქში უამრავი ბარი თუ კლუბია, ყველა გემოვნების სტუდენტისათვის. აქ სასმელების დიდი არჩევანია, ხოლო ფასები კი, ლონდონთან შედარებით იაფია.

k2-bar13

ტოპ-კლუბები ინდის მოყვარულთათვის არიან: 5th avenue, 42nd street, Moho Live Manchester და სხვა, სადაც სასმელებს ყველაზე იაფად შემოგთავაზებენ.

პოპისა და რეტროს მოყვარულთათვის, ყველაზე ცნობილი კლუბებია: Revolution და Jabez Clegg.

რნბ, ჰაუს და ჰიპ-ჰოპოს მოყვარულებს ელიან: Tiger Tiger და The Bird Cage.

როკის მოყვარულები კი აუცილებლად უნდა ესტუმრონ Satan’s Hollow-სა და The Ritz-ს, რომელთაც შესანიშნავი ინტერიერი აქვთ და ლაივ მუსიკას თავაზობენ სტუმრებს.

დღის ცხოვრება

ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილი, შეიძლება ითქვას, ქუჩის ხელოვნების ნიმუშებითაა სავსე. ასევე, აქ უამრავი კაფე, ბარი თუ მაღაზიაა შოპინგისათვის. მანჩესტერში ორი გამორჩეული შოპინგ-ცენტრია: Arndale და Trafford Centre.

უგემრიელესი საკვების დასაგემოვნებლად შეგიძლიათ ესტუმროთ ისეთ რესტორნებს, როგორიცაა: Trof, Gusto, Sweet Mandarin და სხვა.

sandinista-tapas13

ქალაქის მთავარ მუზეუმში Manchester Museum, რომელში შესვლაც უფასოა, შეგიძლიათ დაათვალიეოთ უამრავი ხელოვნების ნიმუში, გარდა ამისა, ეგვიპტური მუმიები და პრეისტორიული სამარხებიც.

მათთვის, ვინ სპორტით არის დაკავებული, მანჩესტერში არაერთი ფიტნეს-კლუბია, ასევე, საცურაო აუზებიც, სადაც სტუდენტებისათვის სპეციალური ფასდაკლებებია.

საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად

მანჩესტერის სტუდენტების უმეტესობა ქალაქის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს, ფალოვფილდისა და ვითინგტონის შემოგარენში. ყველაზე პოპულარული ადგილი ასევე არის Owen’s Park-ის მოპირდაპირე მხარეს.

აქ ბევრი სტუდენტური საცხოვრებელია, რომელთა საშუალო რენტა დამოკიდებულია ადგილსა და ბინის მდგომარეობაზე და მერყეობს 55-სა და 90 ფუნტს შორის კვირაში.

 

თათია ჟორჟოლიანი

www.savethestudent.org

291 ნახვა
Tags
Share

About Author

სტუდინფო

სტუდინფო

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2014
M T W T F S S
« Apr   Jun »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031