Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ფილმ „მონსტრის“ რეალური საფუძვლები

ფილმ „მონსტრის“ რეალური საფუძვლები
May 13
15:45 2014

„მონსტრი“ 2003 წელს გადაღებული ფილმია, რომელშიც მთავარ როლს შარლიზ ტერონი ასრულებს. მსახიობმა შესრულებული როლისთვის ოსკარიც აიღო.

ფილმ „მონსტრში“ შედარებით შელამაზებულად არის აღწერილი სერიული მკვლელი ქალის ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა გადაღებული.

ეილინ უორნოსი, პირველი ამერიკელი სერიული მკვლელი ქალი, რომლის თამაშიც შარლიზ სტერონმა შესანიშნავად შეასრულა.
ეილინ უორნოსი დაიბადა 1956 წელს, როგორც ეილინ კეროლ პიტმენი. თუმცა იგი დედამ ბებიას და ბაბუას მიაბარა მის უფროს ძმასთან, კიტთან ერთად.

11 წლის ასაკში სიგარეტების, ნარკოტიკებისა და საკვების სანაცვლოდ სკოლაში სექსუალურ კავშირს ამყარებდა. აგრეთვე, სექსუალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა საკუთარ ძმასთან. ეილინი ამტკიცებდა, რომ ადრეულ ასაკში იგი ბაბუამ გააუპატიურა.

14 წლის ასაკში კი დაფეხმძიმდა. ახალშობილი მალევე მოამზადეს შვილად აყვანისათვის. შვილის გაჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ეილინმა სკოლა მიატოვა. ამავე პერიოდში გარდაეცვალა ბებია. მოგვიანებით სასამართლომ და-ძმა მფარველობის ქვეშ აიყვანა. როდესაც ეილინს 15 წელი შეუსრულდა, ბაბუამ იგი სახლიდან გააგდო, რის შემდეგ ეილინი პროსტიტუციით დაკავდა.

1976 წელს ეილინმა გაიცნო 69 წლის ბიზნესმენი, რომელთანაც იქორწინა. დაქორწინებიდან 9 კვირის შემდეგ, წყვილი ერთმანეთს გაშორდა. ამ პერიოდში არაერთხელ იყო დაპატიმრებული. 1986 წელს ქალაქ დაიტონ-ბიჩში ადგილობრივ გეი კლუბში ეილინმა გაიცნო ლესბოსელი სახელად ტირია მური, რომელთანაც პროსტიტუციის გზით ნაშოვნ ფულს იყოფდა.

ფილმში ეილინს სურს, ცხოვრება თავიდან დაიწყოს მეგობარ გოგოსთან ერთად, თუმცა თავს ვერ დააღწევს პროსტიტუციას, რადგან ფულის შოვნის სხვა გზას იგი ვერ პოულობს. სწორედ აქედან იწყება მისი მკვლელობათა სერია, რომელიც საბოლოოდ მისი დაკავებითა და სიკვდილით დასჯით სრულდება.

ეილინის ბიოგრაფიას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არც არის, რომ იგი ცხოვრების ასეთ გზას დაადგა. ფილმში კარგად ჩანს, როგორი გულისტკივილით იხსენებს იგი ბავშვობას და იმას, თუ როგორ გამოაგდეს სახლიდან. იმისათვის, რომ საარსებო ფული ეშოვნა, მან პროსტიტუცია აირჩია, თუმცა, როგორც მისი ბიოგრაფიიდან ვიცით, იგი სკოლაში 11 წლის ასაკიდან ეწეოდა მსგავს საქმიანობას.

ფილმში ეილინის პერსონაჟი რომანტიკულად არის წარმოჩენილი. იგი ოცნებობს ზღვის პირას სახლზე და საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრებაზე. მას აქვს იგივე ოცნებები რაც ჩვეულებრივ ადამიანს. ფილმში ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ, რომელიც არც თუ ისე მეგობრულია. ეილინს უპატივცემულოდ ექცევიან, არაფრად არ აგდებენ, რაც მასში სიძულვილს აძლიერებს. პირველ მკვლელობას სწორედ თავდაცვის მიზნის სჩადის. იძულებულია, როგორმე თავი დააღწიოს ერთ-ერთ კლიენტს, რომელიც მასზე ძალადობს. როგორც ბევრი სხვა სერიული მკვლელის შემთხვევაში, ეილინის კრიმინალად ქცევას ხელი შეუწყო ბავშვობაში გადატანილმა ფსიქოლოგიურმა თუ ფიზიკურმა წნეხმა.

გირჩევთ, ვისაც არ უნახავს, ფილმი აუცილებლად ნახოთ; გარდა იმისა, რომ დავაკვირდეთ მსახიობების თამაშს ფილმში, ზოგადად საინტერესოა, სერიულ მკვლელთა ფენომენის ამოხსნა, თუ რამ განაპირობა მათი მკვლელად ჩამოყალიბება, რომელსაც ფსიქოლოგები და არა მარტო ისინი, აქტიურად იკვლევენ საკითხს.

მოამზადა სალომე წიქარიშვილმა

758 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2014
M T W T F S S
« Apr   Jun »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031