Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს – ვინ გახდება მე-5 მოწვევის დელეგატი?

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს – ვინ გახდება მე-5 მოწვევის დელეგატი?
May 16
18:27 2014

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, დღეს, საკუთარ ფაკულტეტებზე მე-5 მოწვევის თვითმმართველობის დელეგატებს აირჩევენ. პირებს, რომლებიც გახდებიან  სტუდენტების პოზიციის გამტარებლები და მათი უშუალო წარმომადგენლები საუნივერსიტეტო სივრცეში.

ასე რომ, თსუ-ის ყველა ფაკულტეტი ჩართულია საარჩევნო ციებ-ცხელებაში. დამკვირვებლები, სტუდენტები და, შესაბამისად, ამომრჩეველები დილიდანვე მიდიან საარჩევნო ურნებთან და საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ.

ხმის მიცემა, უნივერისტეტის სხვადასხვა კორპუსის ჰოლში მიმდინარეობს. თუმცა, თვითმმართველობის არჩევნების გამო, თსუ-ის არცერთ კორპუსში სწავლის პროცესი არ შეფერხებულა.

პოზიციის და ოპოზიციის დელეგატები არჩევნების მიმდინაროების პროცესს დამკვირვებლებთან ერთად ადევნებენ თვალ-ყურს. ამომრჩევლების ნაკლებობაც არ იგრძნობა. ისინი Studinfo.Ge-თან საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ.

„დღეს ტარდება თვითმმართველობის არჩევნები. მივიღე მონაწილეობა, რადგან ეს იყო ჩემი სტუდენტური მოვალეობა. მივეცი ხმა ჩემთვის სასურველ კანდიდატებს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და ყველაფერი კარგად იყოს, თვითმმართველობის მხრივ, რა თქმა უნდა,” – ამბობს ჰუმანიტარული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ნინო ცინცაძე.

თსუ-ის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე პოზიციის დელეგატებთან ერთად არჩევნებში მათი ოპონენტები, დამოუკიდებელი კანდიდატებიც მონაწილეობენ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე შეიქმნა სტუდენტური ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის მიზანია, თანასწორობის უფლების საშუალება მივცეთ სტუდენტებს და ყველას ჰქონდეს წვდომა იმ საკითხებთან, პროექტებთან და სხვადასხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომლებსაც თვითმმართველობა განახორციელებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიბრძვით გამარჯვებისათვის. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხმების საკმარის რაოდენობას ვერ ავაგროვებთ, გვაქვს შემუშავებული პროექტი, რომლითაც სტუდენტების ჩართულობა აუცილებლად გაიზრდება,” – განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ რეხვიაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ოპოზიციის მიზანი უკვე არსებული ძალის ჩანაცვლება და შესაბამისად ახალი პოლიტიკის გატარება, პასუხი ბუნებრივია დადებითია.

წლების განმავლობაში იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ძალა. ამ ძალას არ გააჩნდა ალტერნატივა, სტუდენტებს არ ჰქონდათ არჩევანის საშუალება. იყო დარღვეული ბალანსი, კონკრეტული ჯგუფი იდგა სტუდენტებზე მაღლა. ჩვენ გვინდა, რომ თვითმმართველობას, იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან, რომ ზემოთ ავიდნენ, არავითარ შემთხვევაში არ მიეცეთ უფლება, რომ დანარჩენ სტუდენტებზე მაღლა იდგნენ,” – აღნიშნა თეიმურაზ რეხვიაშვილმა.

თვითმმართველობა ეს ისეთი ორგანოა, სადაც სტუდენტებს ანაზღაურება არ აქვთ, მაგრამ ამასთან ერთად, აქვთ დიდი ფინანსები, ამ ფინანსების მოხმარება სტუდენტებს, მართალი გითხრათ არ შეუძლიათ, იმიტომ, რომ სხვადასხვა ძალაუფლების მქონე სტუდენტები, სხვანაირად გამოიყენებენ ამ ფინანსებს. მე ზუსტად ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე სტუდენტი პოლიტიკურ პარტიასთან არის დაკავშირებული, ადრე იყო ეს მექანიზმი დანერგილი სტუდენტებში და, რა თქმა უნდა, გვინდა გავათავისუფლოთ, აპოლიტიკური გავხადოთ სტუდენტური თვითმმართველობა,” – დასძინა თეიმურაზ ლეკვიაშვილმა.

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზეც დილიდანვე შეიმჩნეოდა სტუდენტთა აქტიურობა. მათ საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად თსუ-ის მე-6 და მე-3 კორპუსში მოუწიათ მისვლა.

„სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები სოც. პოლიტიკური ფაკულტეტის მეორე უბანზე კარგად მიმდინარეობს. ნამდვილად დილიდანვე აქტიურები და მოტივირებულები არიან სტუდენტები,” – განაცხადა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა.

Studinfo.Ge  სოც. პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთ-ერთ კანდიდატს, ბექა დადეშქელიანს გაესაუბრა.

„ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის ასევე მთლიანად, თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, რადგან ირჩევა მე-5 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის ახალი დელეგატები. ეს იქნება ახალი საფეხური თვითმმართველობის ისტორიაში, რადგან ჩვენ ვაპირებთ, შევცვალოთ არსებული უკეთესობისკენ, ჩვენ მივიღეთ დიდი გამოცდილება. უკვე 2 წელია, მე პირადად დელეგატი გახლავართ, შესაბამისად,  მივიღე ცოდნა იმისა, თუ როგორ კეთდება საქმე, როგორ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი პროგრესში, ეს არის უკვე ახალი საფეხური, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემა წელში გამართულია და ასე ვიტყოდი, ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ კიბეზე სიარული წარმატებულად. ამიტომ მოვუწოდებ ყველა სტუდენტს, მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია,” – განაცხადა ბექა დადეშქელიანმა.

Studinfo.Ge  იურიდიულ ფაკულტეტზე მიმდინარე საარჩევნო პროცესითაც დაინტერესდა.  წინა მოწვევის დელეგატის და ამჟამად კანდიდატის, მერი კაპანაძის განცხადებით, მას შეუძლია უკვე მიღებული გამოცდილების საფუძველზე უფრო მეტ სტუდენტს მისცეს საშუალება, ჩაერთოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებში.

„მე წარმოვადგენ იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსს, წამოვაყენე საკუთარი კანდიდატურა, დელეგატის პოზიციაზე. ალბათ, კითხვა გაუჩნდება სტუდენტს, თუ რატომ უნდა დამიჭიროს მე მხარი. მე ვფიქრობ, იმ რიგი მიზეზებისდა გამო, რომ ამ დრომდე მიკავია განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიცია. თვითმმართველობაში შემოსვლის დღიდან ერთგულად ვემსახურებოდი ამ ორგანიზაციას და ვცდილობდი, სტუდენტების ჩართულობის გაზრდას. ჩვენი შემდგომი არჩევის შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, მიღებული გამოცდილების საფუძველზე უფრო მეტ სტუდენტს მივცე შესაძლებლობა სხვადასხვა სამეცნიერო და საგნმანათლებლო პროექტში მიიღონ მონაწილეობა,” – განაცხადა მერი კაპანაძემ.

ისევე, როგორც სხვა ფაკულტეტებზე, იურიდიულ ფაკულტეტზეც მონაწილეობენ არჩევნებში დამოუკდიებელი კანდიდატები. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს, რუბენ ნადირაძეს გავესაუბრეთ. მისი აზრით, უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ სწავლა, უნივერისტეტი არის უამრავი რამე, გართობა, დროსტარება და სწავლაც, რა თქმა უნდა.

„მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ მიგვეღო მონაწილეობა უნივერსიტეტის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ 2 წელია, რაც ვსწავლობ ამ უნივერსიტეტში და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ თვითმმართველობა არის აქტიური, არის უნივერსიტეტზე გათვლილი, სტუდენტებისკენ მიმართული და, ვფიქრობ, მე და ჩემ მეგობრებს, რომლებიც ვიყრით დამოუკიდებელ კანდიდატებად კენჭს, გვაქვს იმის რესურსი, რომ გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და ჩვენ ამომრჩევლებს და სტუდენტებს ვპირდებით იმას, რომ უნივერსიტეტის თვითმმართველობა გახდება უფრო აქტიური. ჩვენი პლიუსი არის, ის რომ თითოეული ჩემი თანაგუნდელი და თითოეული ჩვენი კანდიდატი აპირებს, რომ სერიოზულად ჩაერთოს უნივერსიტეტის საქმიანობაში. იმ შესაძლებლობების და ბიუჯეტის ფარგლებში, რომლებიც დღევანდელ თვითმმართველობას აქვს, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ბიუჯეტის 40%-იც კი სტუდენტებს არ ხმარდება.  უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ სწავლა, უნივერისტეტი არის უამრავი რამე, გართობა, დროსტარება და სწავლაც, რა თქმა უნდა,” – განაცხადა დამოუკდებელმა კანდიდატმა რუბენ ნადირაძემ.

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები ჯერჯერობით ექსესების გარეშე მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცესი უკვე შეჩერებულია. რაც შეეხება, არჩევნების საბოლოო შედეგებს, იგი გვიან ღამით გახდება ცნობილი.


ავტორი : გიორგი ურუშაძე

476 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2014
M T W T F S S
« Apr   Jun »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031