Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

თსუ-მ მეხუთე მოწვევის თვითმმართველობა აირჩია

თსუ-მ მეხუთე მოწვევის თვითმმართველობა აირჩია
May 17
23:18 2014

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რიგით მეხუთე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობა აირჩიეს. არჩევნების შედეგები გვიან ღამით ცესკოს თავმჯდომარემ, დემეტრე ეგნატაშვილმა, პირველი კორპუსის წინ შეკრებილ კანდიდატებსა და მათ მხარდამჭერებს გამოუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ პროცესმა მთელი დღის განმავლობაში მშვიდად ჩაიარა და არცერთ ფაკულტეტზე საჩივრის წერილი არ დაწერილა, თუმცა აქტიურობა არც ისე მაღალი იყო. 

  არჩევნების მშვიდ მიმდინარეობაზე ისაუბრა თვითმმართველობის მეოთხე მოწვევის  დელეგატმა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ,  პაატა ბახტურიძემ. ის მეხუთე მოწვევის თვითმმართველობის არჩევნებშიც იყრის კენჭს, როგორც  დამოუკიდებელი კადიდატი: „ არჩევნებმა ძალიან მშვიდად, ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა. ჩვენს ფაკულტეტზე სტუდენტთა აქტიურობა, დაახლოებით, 25%-ია. გამარჯვება მოსალოდნელი იყო, რადგანაც კონკურენტი არ გვყავდა. არჩევნების შემდეგ თვითმმართველობა მიიღებს ლეგიტიმაციას და შესაძლებლობა გვექნება შევუდგეთ ჩვენს საქმეს“.

  აქტიურობის ასეთი მაჩვენებელი ზოგი სტუდენტის მოსაზრებით არინფორმირებულობის და სტუნენტთა მხრიდან  ნაკლები დიანტერესების ბრალია. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, გუბაზ კობერიძე არჩევნებზე არ წასულა და მიზეზად ზემოთ აღნიშნული  დაასახელა : „არ ვიცი საერთოდ ვინ მონაწილეობს და ვის რატომ უნდა მივცე ხმა. ზოგადად მიმაჩნია, რომ თვითმმართველობა დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია უნივერსიტეტში, თუმცა რამდენად კარგად მუშაობს ამაზე ვერაფერს გეტყვით. ახლოს არ ვიცნობ მათ საქმიანობას  და  ჩემთვის, პირადად, არ ჩანან კარგად, ვერ ვხედავ მათ აქტიურად“.

 არჩევნების სამართლიან შედეგებს ელოდა მეორე კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ელიზბარაშვილი: „დამოუკიდებელ კანდიდატებს მივეცი ხმა და იმას თუ გავითვალისწინებთ პროცესი როგორც მიმდინარეობს შედეგები სამართლიანი იქნება“.

  შეგახსენებთ, რომ მეხუთე მოწვევის თვითმმართველობაში სულ 120 დელეგატი უნდა არჩეულიყო. ფაკულტეტების უმრავლესობაზე კონკურენცია არ იყო, გარდა  იურიდიულ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტისა. წინა არჩევნებისგან განსხვავებით,  სიმშვიდე იყო წელს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. აქ მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იყრიდა კენჭს პირველ კურსზე , რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს.  იურიდიდიულ ფაკულტეტზე მესამე კურსზე სამი, ხოლო მეორე კურსზე ერთი დელეგატი „ოპოზიციიდან“ გავიდა.  უახლოეს მომავალში, სწორედ ეს  შემადგენლობა აირჩევს თვითმმართელობის ახალ პრეზიდენტს, რომელიც ორი წლის განმავლობაში იქნება სტრუქტურის სათავეში.

ვერიკო გელაშვილი

568 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2014
M T W T F S S
« Apr   Jun »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031