იტალიის მთავრობის სასწავლო სტიპენდიები 2014-2015 აკადემიური წლისთვის

გაცვლითი პროგრამები

იტალიის მთავრობა აცხადებს სასწავლო სტიპენდიების პროგრამას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის, 2014-2015 აკადემიური წლისთვის.

სასწავლო სტიპენდიის მსურველთათვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე:
http://www.esteri.it/MAE/IT/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm – (იტალიურად);
http://www.esteri.it/MAE/EN/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm?LANG=EN – (ინგლისურად).

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადი ოფიციალური შეტყობინებით გათვალისწინებული ნებისმიერი ტიპოლოგიის სასწავლო სტიპენდიაზე. ნებისმიერი სახის სტიპენდია გათვლილია 48 თვეზე და თვიურად 620 ევროს შეადგენს.
განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ონლაინ რეჟიმში შევსებული ანკეტის სახით, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://borseonline.esteri.it.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2014 წლის 28 მაისი, 12:00 სთ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები