Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის ევროინტეგრაციის თემაზე

ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის ევროინტეგრაციის თემაზე
May 20
15:50 2014

თსუ-ში განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს წარმომადგენლებმა “4 პლიუს 1” პროგრამის ბენეფიციარ სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ქეთევან ციხელაშვილმა ევროინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულება მიმოიხილა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის კოორდინირებას და წელს მიმდინარეობს ახალი სტრატეგიის შემუშავება.

“ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში საყურადღებოა სტუდენტების კრიტიკული მოსაზრებები თუ წინადადებები და ჩვენ ღია ვართ თქვენი წინადადებების მისაღებად”, – მიმართა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუდენტებს.

ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის გამოცხადების შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პროგრამა “4 პლიუს 1” პროგრამის ბენეფიციარი სტუდენტებისთვის გამოაცხადა კონკურსი ევროინტეგრაციის თემაზე.

“სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, დაწერონ ესეები თემაზე “საქართველოს ევროინტეგრაცია და მე”. კომპეტენტური ჟიური შეაფასებს ნაშრომებს და გამარჯვებული დაჯილდოვდება”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა კი ევროიტეგრაციის პროცესის შედეგად განათლების სფეროში მოსალოდნელ სიახლეებზე ისაუბრა.

კონკურსის დეტალები იხილეთ ბმულზე:

http://www.smr.gov.ge/konkursi/konkursi.pdf

 

367 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2014
M T W T F S S
« Apr   Jun »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031