Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ევროპის აკადემიურმა ცენტრმა გორელ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამები შესთავაზა

ევროპის აკადემიურმა ცენტრმა გორელ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამები შესთავაზა
May 20
16:05 2014

ევროპის აკადემიურმა ცენტრმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზენტაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გაეცნენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამას, ტრენინგებსა და სემინარებს და მიიღეს შეთავაზება მათში მონაწილეობაზე.

პრეზენტაციის ძირითადი თემები იყო:

  • ადგილობრივი და მიმდინარე წელს არსებული გაცვლითი პროგრამები

  • ევროპასა და აშშ-ში მიმდინარე გაეროს მოდელირების პროგრამები

  • მადრიდის, ბარსელონასა და რომის როგორც საზაფხულო სკოლების, ისე სტაჟირების აქტუალური პროექტები

  • 1980226_720551821341804_8030677198721065671_o
  • ამასთანავე, გორის უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიურ ცენტრს შორის დაიდო შეთანხმება სამომავლო რეფერენდუმის გაფორმების შესახებ. ამ რეფერენდუმის მიზანი გორელი სტუდენტების საერთაშორისო პროექტებში ჩართვაა.

ევროპის აკადემიური ცენტრი 2009 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ პროგრამის ფარგლებში 7000-ზე მეტი ადამიანი გადაამზადა. ის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად განათლების დონის ამაღლებასა და ხელშეწყობას ისახავს.

სოფო თინიკაშვილი

457 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2014
M T W T F S S
« Apr   Jun »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031