Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

The Perks of Being a Wallflower-ის ირგვლივ ამტყდარი სკანდალი

The Perks of Being a Wallflower-ის ირგვლივ ამტყდარი სკანდალი
May 27
11:52 2014

როგორც ვიცით, The Perks of Beig a Wallflower, რომელიც ამერიკელ მწერალს, სტეფან ჩბოსკის ეკუთვნის, დიდი პოპულარობით სარგებლობს. წიგნი 1999 წელს გამოქვეყნდა, 2012 წელს კი ავტორმა მასზე ფილმიც გადაიღო. წიგნში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და მტკივნეული უამრავი თემაა განხილული, ისეთები, როგორიცაა ნარკომანია, სექსუალური ძალადობა, ჰომოსექსუალიზმი, თვითმკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს საკითხი აქტუალურია და საზოგადოების განსჯის საგანს წარმოადგენენ, ჰომოსექსუალიზმი შედარებით უფრო დიდ დისკუსიას იწვევს და ამაზე წიგნის ირგვლივ ამტყდარი სკანდალიც მიუთითებს.

სანამ კონკრეტულად წიგნის შეფასებაზე გადავალ, ერთ მნიშნელოვან საკითხს მინდა გავუსვა ხაზი – ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, თითქოს დასავლეთში ყველაფერს ყოველგვარი განსჯის გარეშე თავისუფლად იღებენ და თითქოს ჰომოსექსუალიზმი სრულიად მისაღებია დასავლური კულტურის წარმომადგენლებისთვის.  ამ დროს გვავიწყდება, რომ დასავლურ კულტურაშიც უამრავი ადამიანი კონსერვატორულ ღირებულებებზე იზრდება და ბევრი მათგანი ძალიან რელიგიურიცაა. შესაბამისად, ლიბერალურ საზოგადოებაშიც კი, სადაც მხოლოდ ადამიანთა თანასწორობის პრინციპი მოქმედებს, საკმაოდ ხშირია სექსუალური დისკრიმინაციის შემთხვევები.

რაც შეეხება, წიგნს „The Perks of Being a Wallflower“, როგორც უკვე აღვნიშნე პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. თუმცა როდესაც, სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლების ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად სწორედ ეს წიგნი აირჩიეს განსახილველად, ამის ირგვლივ დიდი სკანდალი ატყდა. როდესაც გაირკვა, თუ რა თემებს შეეხებოდა წიგნი და ის, რომ ყველაფერი, მათ შორის გეი სცენები, საკმაოდ დეტალურად იყო აღწერილი, მშობელთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ეს წიგნი მათ თინეიჯერ შვილებს არ უნდა წაეკითხათ, რადგან ეს მათ ფსიქიკას ზიანს აყენებს. უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა ამაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: ,,ჩვენ ვიცით, რომ წიგნი ძალიან მტკივნეულ თემებზეა და მაგრამ ეს რეალობაა, რასაც ვერც ჩვენ გავექცევით და ვერც ჩვენი შვილები და თუკი ამაზე არ ვისაუბრებთ, ამით არაფერი შეიცვლება, უფრო მეტიც ეს კიდევ უფრო გაართულებს ყველაფერს, რადგან მათ მაინც მოუწევთ ადრე თუ გვიან რეალობის საკუთარი თვალით დანახვა.’’ მიუხედავად ამერიკელი მშობლების ასეთი პოზიციისა, მრავალი კამათისა და განსჯის შემდეგ წიგნი კვლავ გახდა ხელმისაწვდომი თინეიჯერებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წარადგენენ მშობლების თანხმობის ფურცელს.

ალბათ, ეს წიგნი რომ ჩვენი საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილმა წევრებმა წაიკითხონ, არც დაფიქრდებიან, ისე დაწვავენ და წიგნის დამწერს გინებას და წყევლასაც არ დააკლებენ, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. საზოგადოების სიძულვილი და აგრესია კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფი ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანებისა. წიგნში ძალიან კარგად არის აღწერილი, თუ როგორ უჭირს ასეთ ადამიანს საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და როგორ აპროტესტებს ყველაფერს მუდმივად, რაც მისთვის თავდაცვის საშუალებად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერსონაჟი წიგნში მეორეხარისხოვანია, იგი ძალიან მნიშნველოვან როლს თამაშობს, რადგან, ფაქტობრივად, მას მთავარი გმირი დეპრესიიდან გამოჰყავს და სიცოცხლის ხალისის დაბრუნებაში ეხმარება.

მოამზადა მედეა სამხარაძე

218 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2014
M T W T F S S
« Apr   Jun »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031