საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა

უნივერსიტეტების სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ თელავის აეროპორტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა.

პრემიერმა თელავის აეროპორტის ანგარი და სასწავლო თვითმფრინავები დაათვალიერა. საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებმა სპეციალურად ამ დღისთვის საჩვენებელი ფრენები შეასრულეს A-22-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.

ირაკლი ღარიბაშვილი საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს, სერგო ტეფნაძეს და სტუდენტებს გაესაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია საჰაერო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, თელავში არსებული აეროპორტი კი, ამის კარგი მაგალითია.

პრემიერ-მინისტრი შეხვედრით კმაყოფილი დარჩა და გამოთქვა სურვილი, რომ საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო თვითმფრინავების მსგავსი საჰაერო ხომალდები საქართველოშიც იწარმოებოდეს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები