ქართულ-ჩინური ურთიერთობების საკითხი

უნივერსიტეტების სიახლეები

3 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩინეთის რესპუბლიკის ელჩს ბატონ ბინ იუეს უმასპინძლა, რომელმაც სტუდენტებს საჯარო ლექცია „ქართულ-ჩინური ურთიერთობების საკითხი, ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ჩინეთის კულტურა“ წაუკითხა. მისი განცხადებით, მომდევნო სასწალო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება ჩინური ენის შემსწავლელი კურსების გახსნა, რომელსაც ბატონი რექტორი გიგა ზედანია და განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე მსგავსი პროექტის წარმოწყებას მხარს უჭერენ.

ბატონი ელჩი ბინ იუესი ჩინური ენის არჩევის შემთხვევაში, სტუდენტებს სტიპენდიებს ჰპირდება, რომლის მეშვეობითაც წარჩინებულ სტუდენტს ჩინეთში სწავლას  დაუფინანსებენ. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ჩინურ კულტურას და მის ისტორიას. ბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა ქართულ-ჩინური ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის საკითხებსაც.

ამჯამად მოქმედებს 10 სტიპენდია, რომლის რაოდენობის გაზრდსაც გეგმავენ. ჩინურის მცონდე ქართველი სტუდენტებზე მოთხოვნა საკმაოდ აქტუალურია. აღნიშნულ ენას საქართველოში უკვე 500 სტუდენტი მოხალისე ლექტორების დახმარებით ეუფლება, რომელებიც საქართველოში ჩინეთის საელჩოს ჩამოჰყავს.

ბინ იუესიმ ისაუბრა როგორც ქართულ ენის სპეციფიკაზე, ასევე ჩინური ენის სირთულეებზეც. მან ხაზი გაუსვა, რომ ქართული ენა საკმაოდ რთულია და ამის გათვალისწინებით ჩვენს ერს ენებისადმი ინტერესი ახასიათებს. ჩინური ენის შესწავლა ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოს ტურიზმის განვითარებასაც.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ბერდია ბერიძის, განცხადებით, მას მოეწონა ბინ იუესის ლექცია, განსაკუთრებით საინტერესო იყო ტურიზმის სფერო – “ჩინეთი განვითარებული ქვეყანაა, 10 წლის შემდგომ დიდი ალბათობაა, ჩინური ენის მოთხოვნილება გაიზარდოს ბაზარზე. მოხსენება იმდენად საინტერესო და დამაჯერებელი იყო, რომ შესაძლოა, დავიწყო ჩინური ენის შესწავლა.”

მარიამ ავაქოვი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები