სტუდენტთა უფლებების ლიგა 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით

ახალგაზრდული ორგანიზაციები

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა, 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის. როგორც ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე აცხადებს, ორგანიზაციაში 25 ივნისიდან 17 ივლისის ჩათვლით შეიქმნება ცხელი ხაზი, სადაც აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის მსურველ სტუდენტებს 24-საათიან რეჟიმში შეეძლებათ დაკავშირება საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის თანამშრომელთან.

„2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 25 ივნისიდან – 17 ივლისის ჩათვლით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადადის, არასამთავრობო ორგანიზაცია სრულ მობილიზაციას აცხადებს და სთავაზობს აბიტურიენტებსა თუ მაგისტრანტობის მსურველ სტუდენტებს 24-საათიან ცხელ ხაზს: 557 176 648, სადაც საშუალება ექნებათ, დააფიქსირონ პრობლემები თუ ხარვეზები ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის მხრიდან აუცილებლად დამუშავდება და მიეწოდება ყველა საჭირო დისტანციას მათი აღმოფხვრის პერსპექტივით,“განაცხადა, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

წყარო: საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები