Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გაიმრჯვე Selfie-ის კონკურსში და მოიპოვე თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერი

გაიმრჯვე Selfie-ის კონკურსში და მოიპოვე თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერი
June 12
15:51 2014

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას მიიღოთ მონაწილეობა Selfie კონკურსში და მოიპოვოთ სხვადასხვა სასწავლო გრანტები/ვაუჩერები.

საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან სასწავლო ვაუჩერებით თავისუფალი უნივერსიტეტისგან:

1. პრიზი – თავისუფალი უნივერსტეტის VADS-ის 2000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;
2. პრიზი – თავისუფალი უნივერსტეტის VADS-ის 1500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;
3. პრიზი – თავისუფალი უნივერსტეტის VADS-ის 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

კონკურსი ჩატარდება 14 ივნისს თავისუფალი უნივერსიტეტის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში.

კონკურსის პირობაა Selfie-ში ასახული იყო უნივერსიტეტის გარემო ან საუნივერსიტეტო ცხოვრება!

კონკურსი ტარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ვიზუალური ხელოვნება და დარეგისტრირებული არიან შემოქმედებით ტურზე.

მონაწილეებისთვის ორგანიზებული იქნება საუნივერსიტეტო ტური, რომლის ფარგლებშიც ისინი დაათვალიერებენ უნივერსიტეტს და მის საინტერესო სივრცეებს.

ტურის შემდეგ საათნახევრის განმავლობაში კონკურსანტებს შეეძლებათ გადაიღონ Selfie უნივერსიტეტში მათთვის საინტერესო ადგილის ან მოვლენის ფონზე.

კონკურსს ხელმძღვანელობს ახალგაზრდა არტისტი ანდრო ერაძე.

კონკურსანტებს შეეძლებათ მიმართონ ორგანიზატორებს ტექნიკური და მხატვრული რჩევებისათვის.

Selfie-ების გადაღების შემდეგ, კონკურსანტები შეიკრიბებიან VADS-ის (ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის) სახელოსნოში, სადაც თავად ატვირთავთავენ (მაქსიმუმ 3) Selfie-ს მოცემულ ბმულზე.

კონკურსს შეაფასებენ ანდრო ერაძეგიორგი მაისურაძეირინა პოპიაშვილი და გაგა კაპანაძე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა აქ.

წყარო : საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტი

364 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
June 2014
M T W T F S S
« May   Jul »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30