Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

”ახალგაზრდა ექიმთა ასოციაცია” და მისი დამფუძნებელი მარიამ აბისონაშვილი

”ახალგაზრდა ექიმთა ასოციაცია” და მისი დამფუძნებელი მარიამ აბისონაშვილი
June 13
13:58 2014

          „ახალგაზრდა ექიმთა ასოციაცია“  ოფიციალურად ჩამოყალიბდა 2014 წლის 28 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტის მარიამ აბისონაშვილის ინიციატივით. მარიამმა დაამთავრა გორის გიმნაზია „სინათლე,“  ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიურობით, მოტივაციით და კრეატიული აზროვნებით. მარიამი აქტიურადაა ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარებში. სწორედ მარიამის აქტიურობის შედეგია „ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციის“ შექმნა, რომელიც აქტიურად მუშაობს თავისი მიზნების განსახორციელებლად. „ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციის“ წევრები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: ლია ჟორჟოკაშვილი, ნინო ჩადუნელი, ოთარ დავითაშვილი, მარი კასრაძე, ნინო მაღრაძე, თეკლე მელაძე.

          „ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციის“ მიზნებია: საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება და ხელშეწყობა, საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება, შემეცნებით-სასწავლო ლექციების ჩატარება, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა.

           ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, სულ მცირე დროში ჩატარდა ორი ძალიან საინტერესო  პროექტი.  25 აპრილს, (იწოდებოდნენ როგორც საინიცატივო ჯგუფი), ჩატარდა ინოვაციური პროექტი „შეცვალე შენი ცხოვრების წესი“, ასოციაციის წევრები მოხალისეებთან ერთად განაწილდნენ თბილისის სამ დიდ ქუჩაზე, მარჯანიშვილზე, რუსთაველზე და ჭავჭავაძის გამზირზე და ქუჩაში მწეველებს სთავაზობდნენ ვაშლს სიგარეტის სანაცვლოდ, საზოგადოების წევრები ხალისით უერთდებოდნენ აქციას. აღნიშნული აქცია ემსახურებოდა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ამგვარ პროექტებს კვლავ გეგმავს ასოციაცია, რაც იქნება ბევრად უფრო მასშტაბური.

          ორგანიზაციამ აქტიურად დაიწყო მუშაობა საქველმოქმედო პროექტებზე. კვირას, 8 ივნისს „ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციის“ ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო აქცია გორის დრამატულ თაეტრთან ერთად, აქციის ფარგლებში გორის დრამატულ თეატრში წარმოადგინეს საქველმოქმედო სპექტაკლი „დავა, გაყრა, ძუნწი-ანუ როგორც გენებოთ“, შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა ქ. გორში სოციალურად დაუცველი ბავშვების ანგარიშზე.

          რაც შეეხება „ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციის“ სამომავლო მიზნებს, „იგეგმება ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო აქციები ქუთაისის, რუსთავის და თელავის მასშტაბით, ჩვენი მიზანია განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რითიც შევძლებთ, რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი თუ უსახლკარო ბავშვების, შშმპ და დევნილი ბავშვების თუ სხვათა დახმარებას“ – აღნიშნავს ასოციაციის თავმჯდომარე მარიამ აბისონაშვილი.


თსუ-ის, სოციალურ და მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი,
ნინო სუდაძე

801 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
June 2014
M T W T F S S
« May   Jul »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30