Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 ცნობილი პიროვნების ძველი სამუშაო

10 ცნობილი პიროვნების ძველი სამუშაო
June 18
12:05 2014

1) მადონა

madonna-2012-music-widescreen-2560x1600

დიდი ხნის წინ, სანამ მადონა პოპ დედოფალი გახდებოდა, ნიუ იუორკში თაიმ სკვერზე მდებარე Dunkin ‘Donuts-ში მიმტანად მუშაობდა. თუმცა, მისი თქმით, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მადონა დაითხოვეს სამსახურიდან, მას შემდეგ, რაც მომხმარებლებს ფუნთუშის ჟელე გადაასხა.

2) პრედ პიტი

brad-pitt-27072_getty_20080730182131

მართალია, დღესდღეობით ის Hollywood-ის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცია, მაგრამ იყო დრო, როდესაც მას წიწილის ფორმაში გამოწყობილს ქუჩაში ცეკვა უწევდა. მას შემდეგ, რაც პიტმა მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მიატოვა და მსახიობობა გადაწყვიტა, იგი ფლაერებს არიგებდა, რათა ქირის ფული გადაეხადა. პიტი ლიმუზინის მძროლიც კი იყო და ძირითადად ბანკეტზე მისულ სტუდენტებს ემსახურებოდა.

3) რაიჩილ მაკ ადამსი

rachel_mcadams_1

თინეიჯერობის ასაკში 3 წლის განმავლობაში McDonald-ის მუშაკი იყო. “კარგი ადგილი იყო სამუშაოდ, მაგრამ მე არც თუ ისეთი კარგი “მუშა” ვიყავი. ყველაზე ცუდი ურლის რეცხვა იყო. ერთხელ წვენსაწური გავაფუჭე”.

4) ბიონსე

Beyonce

სანამ ბიონსე დივა გახდებოდა, ის დედამისის სალონში პარიკმახერად მუშაობდა, თავისუფალ დროს კი მღეროდა.

5) ჯულია რობერტსი

w

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ბასკინ რობინსის მუშაკი იყო. დღეს წარმოუდგენლად ჟღერს საყვარელი მსახიობის ხელით მოტანილი ნაყინი. თუმცა რობერტსი ერთადერთი არ არის ცნობილი პიროვნებებიდან, ვინც აქ მუშაობდა, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

6) ჰიუ ჯეკმანი

The-Wolverine

ვინ იფიქრებდა, რომ X-Man-ის შემსრულებელი დიდ ბრიტანეთში  ფიზიკის მასწავლებელი იყო.

7) ნიკოლ კიდმანი

240094_nicole_kidman_nikol_kidman_aktrisa_3500x2625_(www.GdeFon.ru)

იყო დრო, როდესაც 17 წლის კიდმანი მასაჟის თერაპევტად მუშაობდა. დედამისს კიბო დაუდგინეს, რის გამოც, მომავალ ცნობილ მსახიობს სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუწია. დედამისი გადარჩა – ეს ნიკოლის დამსახურება იყო.

8) ჯონი დეპი

depp

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და სექსუალური მსახიობი ჯონი დეპი ერთ დროს კალმებს ყიდდა. ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ ნიკოლას კეიჯმა მას მსახიობობის დაწყება არ ურჩია.

9) ჯენიფერ ენისტონი

Horrible Bosses - UK Premiere

მართალია, დღესდღეობით ჯენიფერ ენისტონი კინო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ქალბატონია, მაგრამ ადრე ის მხოლოდ და მხოლოდ ტელემარკეტის გამყიდველი იყო. როგორც იხსენებს, ეს სამუშაო ძალიან აწუხებდა, რადგან ზუსტად ხვდებოდა, რომ სხვადასხვა ნივთის გაყიდვით ადამიანებს ატყუებდა.

10) მეგან ფოქსი

3f40ea876d49430c35725b881fed23e5_large

ვინ იფიქრებდა, რომ ეს ლამაზმანი რამდენიმე წლის წინ ფლორიდის შტატში ქუჩაში ბანანის ფორმაში გამოწყობილი ფლაერებს არიგებდა.

თარგმნა

ბელა არუთინოვმა

567 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
June 2014
M T W T F S S
« May   Jul »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30