Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტები ნიუტონის კანონის წინააღმდეგ!

სტუდენტები ნიუტონის კანონის წინააღმდეგ!
June 18
13:49 2014

დღეს, 18 ივნისს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური შეჯიბრი Red Bull Gravity Challenge გაიმართება. მონაწილე გუნდები შეეცდებიან ნიუტონის კანონი დაამარცხონ და 15 მეტრის სიმაღლიდან კვერცხი ისე გადმოაგდონ, რომ მიწაზე უვნებელი დაეშვას.

შეჯიბრის მიზანი ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების აღმოჩენაა, რომლებიც თავის ორიგინალურობას და გამომგონებლობას კვერცხის საფრენის კონსტრუქციების შექმნით გამოავლენენ.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებს მიეცემათ დავალება ჩამოაყალიბონ სამკაციანი გუნდი, მოიფიქრონ საფრენი კონსტრუქცია (მქსიმუმ 5 კგ, 1x1x1 მ), სადაც განათავსებენ კვერცხს (53 გმ, M, L, XL) ისე, რომ 15 მეტრის სიმაღლიდან გადმოგდებისას არ დაზიანდეს.

მონაწილე გუნდებს ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს:
-კვერცხის მიწაზე უვნებლად უნდა დაეშვას
-კვერცხი აუცილებლად უნდა შეეხოს მიწას
-კვერცხი უნდა დაეშვას წინასწარ შეგანსაზღვრულ ადგილას
-გუნდის კრეატიულობა, საფრენი კოტრუქციის, გაფრენა/დაშვების ორიგინალურობა

შეფასების სქემა:
კვერცხი:
• დაზიანებულია=0
• გადარჩა=3
• გადარჩა და მიწას შეეხო=5
• გადარჩა და მიწას შეეხო კვერცხის დაშვების ზონაში=6
• კრეატიულობა=1-6
• ჯამური ქულა (მაქს.)=12

18 ივნისი 15:00 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო, ვაჟა-ფშაველას გამზ. #33

წყარო: marketer.ge

175 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
June 2014
M T W T F S S
« May   Jul »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30