Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

6 წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ზაფხულს ბილ გეითსი გვირჩევს

6 წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ზაფხულს ბილ გეითსი გვირჩევს
July 15
14:07 2014

ზაფხულის დადგომასთან ერთად პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულმა ადამიანმა ბილ გეითსმა, 6 „მეტად სასარგებლო და ლამაზად დაწერილი“ წიგნების სია გამოაქვეყნა, რომელიც, მისი აზრით, აუცილებლად უნდა შევიდეს ჩვენს საზაფხულო საკითხავთა ჩამონათვალში. „მე ბევრი რამ ვისწავლე ამ წიგნებიდან და იმედი მაქვს, თქვენც ისიამოვნებთ“ – ამბობს იგი.

აი, რომელ წიგნებზე შეაჩერა მან არჩევანი:

  1. ჯონ ბრუკსის „Business Adventures“

ეს წიგნი გეითსის ყველა დროის ფავორიტია. მიუხედავად იმისა, რომ “New Yorker”-ის 12 სტატიის კოლექცია 1971 წლიდან იყიდება, გეითსის აზრით, მისი გაკვეთილები ისეთი გამოსადეგია ახლა, როგორც არასდროს. გეითსი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ბრუკსმა იგი ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ დაწერა, იგი ბიზნესის საფუძვლების მკვეთრ და შორსმჭვრეტელ ხედვას გვთავაზობს, ისეთებს, როგორიცაა შესაბამისი უნარების მქონე ხალხის დაქირავებითა და მომხმარებელთა შეფასებების გათვალისწინებით დიდი ორგანიზაციის შექმნა.“

  1. ტიმოთი ფ. გეითნერის „Stress Test“

გეითნერი, აშშ-ის ხაზინის ყოფილი მდივანი, ასაბუთებს, რომ ფინანსური კრიზისები გარდაუვალია. იგი წერს, რომ მთავრობას აქვს უნიკალური შესაძლებლობა პრობლემის შემცირებისა (თუმცა, არა მთლიანად ჩახშობის), მაგრამ, მას ბევრი მძიმე არჩევანის გაკეთება უწევს ამისათვის. „გეითნერი გვიხატავს სურათს, თუ როგორია, ებრძოდე არა მხოლოს გლობალურ ფინანსურ კრიზისს, არამედ, ამავდროულად, კრიტიკოსებს ადმინისტრაციის შიგნით და გარეთ.  ფინანსურ კრიზისთან ბრძოლა ყოველთვის საშინელებაა. თუმცა, იგი შემსუბუქდება, თუ საზოგადოებას ცოტა მეტი რამ ეცოდინება ამ საკითხზე.“-ამბობს გეითსი.

  1. დორის კერნს გუდვინის „The Bully Pulpit: Theodore Roosevelt, William Howard Taft, and the Golden Age of Journalism“

„მე განსაკუთრებით დამაინტერესა მთავარმა საკითხმა, რომელიც გუდვინმა დასვა: როგორ ხდება სოციალური ცვლილება?“ ამბობს გეითსი. „შეიძლება მას ერთი სულისჩამდგმელი ლიდერი გაუძღვეს? თუ სხვა ფაქტორებმა უნდა ჩაუყარონ ჯერ საფუძველი?“ მიუხედავად იმისა, რომ გუდვინი წიგნში 1900-იანი წლების მოვლენების შესახებ წერს, გეითსის აზრით, იგი აბსოლუტურად შეესაბამება დღევანდელობას და ბრწყინვალედაა დაწერილი.

  1. გრეიმი სიმსონის „The Rosie Project: A Novel“

სხვა წიგნებთან შედარებით, ეს წიგნი უფრო მეტად, „სანაპიროზე საკითხავია“. ამ ნოველას, რომელშიც ასპერგერის სინდრომის მქონე პროფესორი მომავალი ცოლის საძებნელად მიდის, გეითსი სასაცილოსა და ბრძნულს უწოდებს. ამ წიგნის მთავარი გზავნილია ის, რომ უნდა იგრძნოთ თავი კომფორტულად იმ ადამიანად, ვინც სინამდვილეში ხართ. გეითსის თქმით, კითხვა საღამოს 11 საათზე დაიწყო და დილის 3 საათამდე ვერ მოწყდა, სანამ ბოლომფდე არ წაიკითხა. „იმდენად სახალისოა, ხმამაღლა ვიცინოდი მთელი ამ დროის განმავლობაში.  ასლებიც კი გავუგზავნე რამდენიმე მეგობარს“.

  1. ელიზაბეტ კოლბერტის „The Sixth Extinction: An Unnatural History“

„მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დედამიწის ისტორიის განმავლობაში, ხუთჯერ მოხდა გადაშენება, ხოლო კოლბერტი ამტკიცებს, რომ ადამიანების საქმიანობა მეექვსეს გამოიწვევს,“ წერს გეითსი. გეითსი აღწერს „მეექვსე გადაშენებას“, როგორც გამოსაფხიზლებლად წასაკითხ წიგნს.

  1. ეზეკიელ ჯ. ემანუელის „Reinventing American Health Care“

ეზეკიელ ემანუელმა დიდი წვლილი შეიტანა ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის აქტის შექმნაში. იგი ხსნის, თუ რატომ სჭირდებოდა ძველ სისტემას რეფორმა.

„ვერც ერთი სხვა წიგნი ვერ განგიმარტავთ ასე ცხადად, მიმდინარე მდგომარეობაზე დაყრდნობით, თუ რამდენად კომპლექსურია ჯანდაცვის სისტემა. იგი კარგად აყალიბებს, თუ რატომ განახორციელეს კონკრეტული მიდგომები და რეფორმები,“ -ამბობს გეითსი.

 

წყარო: businessinsider

569 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
July 2014
M T W T F S S
« Jun   Aug »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031