სტუდენტები „კაზანტიპზე” დასასწრებად 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

ახალგაზრდული ორგანიზაციები

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და რესპუბლიკა კაზანტიპის მთავრობა საქართველოს ყველა სტუდენტის ერთობლივ აქციას სთავაზობს.

როგორც სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ განაცხადა, სტუდენტებიკაზანტიპზე”  დასასწრებად  50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

თათვიძის ინფორმაციით, 4-8 აგვისტოს ვიზის ონლაინშეძენისას, 50%-იანი ფასდაკლების აქცია ვრცელდება საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, აქციის მონაწილისთვის ფასი ვიზაზე შეადგენს 200 ლარს.

ღონისძიების დღეს, ადგილზე ვიზის ღირებულება შეადგენს 400 ლარს და მასზე ფასდაკლება არ გავრცელდება. აქცია ძალაშია მხოლოდ 4-8 აგვისტოს პერიოდში, ვიზის ონლაინ შესაძენად ფასდაკლებისთვის საჭიროა სტუდენტის ID ბარათი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ მივმართეთ წინადადებით კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკიტა მარშუნიკოვს, რომ დაწესებულიყო გარკვეული ტიპის ფასდაკლება კაზანტიპზე დასასწრებ ვიზაზე სტუდენტებისთვის, ჩვენ შევხვდით კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკიტა მარშუნიკოვს, შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და უკვე დღეიდან 8 აგვისტოს ჩათვლით სტუდენტები ისარგებლებენ ფასდაკლებით.

ამისთვის, მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე www.kazantip-republic.com/students ხოლო რა თქმა უნდა სტუდენტი გოგონებისთვის ვიზა სრულიად უფასო იქნება თუმცა ისინი უნდა დარეგისტრირდნენ 10 აგვისტომდე კაზანტიპის ოფიციალურ საიტზე.” – განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის,  “კაზანტიპის” ფესტივალი ანაკლიაში 20-იდან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

წყარო: news.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები