Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტური გამოწვევები არდადეგების ფონზე – ნაწილი II

სტუდენტური გამოწვევები  არდადეგების  ფონზე – ნაწილი II
August 06
12:31 2014

ცოდნა და კომპეტენცია განაპირობებს პრესტიჟული სამუშაოზე  მოხვედრის  ამბიციას და მის რელობაში განხორციელებას.  თუმცა, როგორ შეესაბამება საქართველოში არსებული  სწავლის პირობები დანაპირებს, ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია. სტუდენტური გამოწვევების პირველ ნაწილში ვისაუბრეთ  უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული განათლების დონის შესახებ, ავღნიშნეთ მისი თანამდები ფაქტორები – ტექნიკური აღჭურვილობა,  გამოცდები და მასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული საკითხები, რამაც იმედია გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ საერთო სტუდენტურ ცხოვრებაზე.  სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფერ ბედნიერებასთან ერთად სხვა ბევრი პრობლემაც არსებობს, რაც სტუდენტების თავის ტკივილს მხოლოდ სწავლის პროცესში არ წარმოადგენს.

ლექტორების კომპეტენცია

ნაკლებად გამოცდილი, კომპეტენციის არ მქონე და დაბალკვალიფიცირებული ლექტორები უნივერსიტეტელების ყველაზე დიდი იმედგაცრუების მიზეზი არიან. ხშირად, ისინი სტუდენტების ცოდნის მაღალ დონეს ვერ უზრუნველყოფენ, სრულფასოვანი განათლების შესახებ საუბარიც კი ზედმეტია. დაპირებები და ვალდებულებები რომელიც კერძო უნივერსიტეტების მხრიდანაა, მხოლოდ ფურცლებზე სრულდება. (სახელმწიფოებზე რომ არაფერი ვთქვათ).  განვიხილოთ შემთხვევა, რომელიც ერთ-ერთი პრესტიჟულ კერძო უნივერსიტეტში მოხდა: სტუდენტი იყენებს თავის უფლებას და ითხოვს წერითი გამოცდის შემდეგ ზეპირის დანიშვნას, რადგან მიაჩნია, რომ მისი ინტელექტუალური საკუთრება შეილახა (შეამჩნია რომ სხვებმა მისი ნაშრომიდან გადაწერეს, ხოლო თვითონ ყველაზე დაბალი ქულა მიიღო). ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები საგნის ლექტორის მხრიდან (რომელიც რამდენიმე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს), როდესაც იგი მიმართავს აგრესიას, მუქარას და სამსახურეობრივი ვალდებულებების არაკონსტუქციულად გამოყენებას – მთელი აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა აცხადებს, რომ თუ გაიგებს დეკანთან განცხადებით მისული სტუდენტის შესახებ, მისი იურიდიული კარიერა საქართველოში უპერსპექტივო  იქნება.  არ დაივიწყოთ მეგობრებო, რომ ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სადაც გარკვევით წერია, რომ ევროკომისიის რეგულაციის ერთ-ერთი უმთავრეს მოთხოვნილებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვა წარმოადგენს. როგორი ანალიზი შეიძლება ამ მოვლენას გავუკეთოთ? ჩვენ საუბარი გვაქვს სასწავლო დაწესებულების მაღალი დონის ურთიერთობებზე, და შეფასება  როგორი შეიძლება იყოს?  ლექტორის მუქარა იმის  ეჭვს ბადებს, რომ  სახელმწიფოში  ჯერ კიდევ ბიძაშვილ-მამიდაშვილობა, დეიდა- ბიძიობა, ნაცნობობა ცოდნასა და ნიჭზე მაღლა დგას(.?!) თუ ეს ასეა, მაშინ მეც აკაკის მსგავსად მიმიფურთხებია, ეგრეთი საქართველოსთვის.

სწავლის  გადასახადი

სტუდენტების პრობლემებზე საუბრისას შეუძლებელია არ ავღნიშნოთ  სწავლის საფასური, რომლის გადახდაც ხშირ შემთხვევაში  ნიჭიერი, მაგრამ  შესაბამისი სოციალური პირობების არმქონე ახალგაზრდებისთვის შეუძლებელია. ამას პირდაპირ თუ ირიბად მივყავართ   სტატუსის შეჩერებამდე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების უმეტესობას რაიონებიდან ჩამოსული ნაკადი წარმოადგენს. მათთვის ორჯერ დიდი თავის ტკივილია, იხადონ ერთდროულად სწავლის, ქირის, კომუნალური და მგზავრობის გადასახადები. იმ შემთხვევაში, თუ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახზე რამდენიმე სტუდენტი მოდის, ეს უკვე ეკონომიკური პრობლემების გამომწვევი ფაქტორია. არადა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ  18-20 წლის ადამიანისთვის ყველაზე დიდი  ცხოვრებისეულ იმედგაცრუებას   სწავლის სურვილი და მისი შესაძლებლობების არ ქონა   წარმოადგენს.   სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს უფრო მეტად დახვეწილი პროგრამები, ხოლო უნივერსიტეტების ადმინისტრაციამ მაქსიმალურად უზრუნველყოს ამის წარმატებით განხორციელება სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებში, რათა მათი მოტივაცია და მონდომება შესაბამისად დაფასდეს. 21-ე საუკუნის თანამედროვე ადამიანისთვის სწავლა უფლებაა და არა პრივილეგია.

სტაჟირება და ნახევარ-განაკვეთიანი სამუშაოები

უნივერსიტეტების   სწავლების ხარისხსთან დაკავშირებით პრობლემები, არა-კვალიფიცირებული ლექტორები, არასრულყოფილი გარემო განაპირობებს  თეორიული ცოდნის სიმცირეს,  თუმცა ამაზე უფრო დიდი გამოწვევა  პრაქტიკული კურსის არარსებობაა. უნივერსიტეტებს ხშირად უჭირთ სპეციალური კვლევების უზრუნვეყოფა, რაც სტუდენტებს პროფესიულ განვითარებასა და შესაბამისი სამსახურის მოპოვებაში დაეხმარებოდა.  სახელმწიფო აპარატის მხრიდან გამოცხადებული სტაჟირებები ძალიან მცირეა, ისინი   ვალდებული არიან  თავადვე მოიძიონ შესაბამისი წყაროები თვითდასაქმებისთვის, თუმცა ვაკანსიები ძალიან ცოტა, ხოლო  კონკურენცია  დიდია,  სასურველ სფეროში გამოცდილებას კი მხოლოდ ერთეულები იღებენ.

ნახევარ-განაკვეთანი სამუშაო, რომელიც მორგებულია სტუდენტის სწავლების გრაფიკს, ევროპაში ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო საქართველოში დამახინჯებული სახით არის გადმოტანილი. იმ შემთხვევაში, თუ  სტუდენტი  დასაქმდა (დიდი ალბათობით მომსახურების სფერში)  მას უწევს არა სწავლასთან შეთავსებთ, არამედ სამსახურის მოთხოვნების შესამაბისი გრაფიკით მუშაობა. ისინი ხშირად, ან უარს ამბობენ სამუშაოზე, ან უწევთ ლექციების გაცდენა,  შესაბამისად მათი აკადემიური მოსწრებაც ძალიან დაბალია. სახეზე კი გვაქვს შემდეგი  პრობლემების კასკადი :

  1. არასრულყოფილი თეორიული განათლება
  2. პრაქტიკული სამუშაოების  არარსებობა
  3.  უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი

ნუთუ არ მოვიდა ის დრო, რომ, რიგი პრობლემების აღმოსაფხვრელად, განათლების სამინისტრომ შესაბამისი  ღონისძიებები  და უფრო მეტად ეფექტიანი პროგრამები შეიმუშავოს? ნუთუ შეუძლებელია, რომ საქართველოში ორ-დიპლომიანი ტაქსის ფენომენი აღარ არსებობდეს? თუ ისევ ჯექსონს მოვუსმინოთ და დავიჯეროთ, რომ They don’t care about us (.?!)

P.S    არასდროს გქონდეთ სხვების იმედი,  თვითონ გააკეთეთ საკუთარი საქმე თქვენთვისაც და სხვებისთვისაც.  მხიარულ არდადეგებს გისურვებთ. 😉

 

ავტორები: მარიამ ხუროშვილი,  თამუნა გიუნაშვილი

 

199 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
August 2014
M T W T F S S
« Jul   Sep »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031