Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საპროტესტო აქცია საქართველოს უნივერსიტეტის წინ

საპროტესტო აქცია საქართველოს უნივერსიტეტის წინ
September 05
17:57 2014

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ და საქართველოს უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა დღეს საქართველოს უნივერსიტეტის წინ აქცია გამართეს.

როგორც სტუდენტთა უფლებების ლიგაში აცხადებენ, საქართველო სსტუდენტთა უფლებების ლიგა საქართველოს უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს გვერდით უდგას. სტუდენტები ითხოვენ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ აღუდგინოს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტუდენტის სტატუსი, თანხის გადახდის სრული ან ნაწილობრივი ოდენობის შედეგად, რომელზეც საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტების თქმით უარს აცხადებს.

როგორც აქციაზე გახდა ცნობილი, თუ სტუდენტთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სტუდენტები თავიანთი უფლებების დასაცავად ფართომაშტაბიანი აქციების მოწყობას გეგმავენ.

“საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას საქართველოს უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა მოგვმართეს თხოვნით, რომ დავხმარებოდით თავიანთი პრობლემის გადაჭრაში. ჩვენ მივმართეთ საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ დაინტერესებულიყო სტუდენტთა პრობლემატიკით, თუმცა ისინი სტუდენტებს უცხადებენ, რომ არ სცალიათ მათი პრობლემების მოსაგვარებლად, რაც სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია. კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს თანხის გადახდისთანავე აღუდგინოს სტუდენტის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში გავმართავთ ფართომაშტაბიან აქციებს, რადგან ეს ყოველივე არის სტუდენტთა უფლებების დარღვევა!!”- განაცხადა აქციაზე საქრთველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, ადმინისტრაციის დღევანდელი დამოკიდებულება სტუდენტებისადმი სრულიად ალოგიკურია.

“საქართველოს უნივერსიტეტის 300-მდე სტუდენტს თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსი გვაქვს შეჩერებული. ჩვენ ვითხოვთ თანხის გადახდისთანავე აღგვიდგინონ სტუდენტის სტატუსი, ეს ჩვენი უფლებაა და თუ არ აღგვიდგენენ ეს არაკანონიერია,” – განაცხად ასაქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა ლენა არევაძემ.

 

242 ნახვა
Tags
Share

About Author

curly

curly

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2014
M T W T F S S
« Aug   Oct »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930