Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“შესაძლოა, სტუდენტებზე სხვადასხვა საწინააღმდეგო სახის ღონისძიებების გატარება იგეგმებოდეს”

“შესაძლოა,  სტუდენტებზე სხვადასხვა საწინააღმდეგო სახის ღონისძიებების გატარება იგეგმებოდეს”
September 19
15:58 2014

შესაძლოასტუდენტებზე სხვადასხვა საწინააღმდეგო სახის ღონისძიებების გატარება იგეგმებოდეს

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლები ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო დავლაშერიძე აცხადებს, რომ ლიგის აქტიურ წარმომადგენლებზე არაერთი ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა უკვე 3 წელზე მეტია მოღვაწეობს და იცავს სტუდენტთა უფლებებს. არასამთავრობო ორგანიზაციას უამრავი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. ლიგას როგორც კეთილისმსურველები, ამასთანავე მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მინდა მოგახსენოთ, რომ გარკვეული ჯგუფები რომლებიც ჩვენი ინფორმაციით არიან დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან ახდენენ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წევრებზე სხვადასხვა სახის ზეწოლას. თვით ორგანიზაციის პრეზიდენტ – ნოდარ თათვიძესა და ვიცე-პრეზიდენტ – ჯაბა ალთუნაშვილზეც ჩვენი ინფორმაციით იგეგმება სხვადასხვა სახის არასახარბიელო ღონისძიებების გატარება, რომლის მიხედვით მათი სიცოცხლეც კი შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს. ამავდროულად ლიგის აქტიურ წევრებზეც იგეგმება ზეწოლა და არსებობს კონკრეტული საფრთხე ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ასევე თავს იჩენს ორგანიზაციაში ხალხის შემოგზავნისა და ბუნტის მოწყობის მცდელობები, გარკვეულ საკითხებში წინააღმდეგობას გვიწევს გარკვეული პირები სრულიად არასამართლიანი ხერხებით, ჩვენ ვართ სრულიად დამოუკიდებელი, აპარტიული ორგანიზაცია, ჩვენი მთავარი მიზანია სტუდენთტა უფლებები იყოს დაცული და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ კბილებით დავიცავთ ლიგის თითოეულ წევრს და არავის მივცემთ საშუალებას მოახდინოს რაიმე სახის ზეწოლა ჩვენზე, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგაზე. რაც შეეხება განცხადებას გადავწყვიტეთ თავის დაზღვევის მიზნით ჩაგვეტარებინა პრესკონფერენცია. ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნულ ფაქტებზე და როდესაც გვექნება საკმარისი ინფორმაცია, აუცილებლად მივმართავთ შესაბამის უწყებებს. მადლობა ყურადღებისთვის,” – განაცხადა, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო დავლაშერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტუდენტთა უფლებების ლიგა

312 ნახვა
Tags
Share

About Author

curly

curly

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2014
M T W T F S S
« Aug   Oct »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930