საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია სტუდენტებისთვის სტატიების კონკურსს იწყებს

კონკურსები

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია იწყებს სტატიების მიღებას შემდეგ თემებზე:

  •          საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის გზები საქართველოში;
  •          პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობების საქართველოში;
  •          ცვლილებების საჭიროება ბიზნესმარეგულირებელ კანონმდებლობაში;
  •          საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების ზრდის შესაძლებლობები;
  •          იმიგრაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე;
  •          სახელმწიფოს როლი დასაქმების გაზრდაში;

სტატიების წარმოდგენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ზემოაღნიშნულ თემებზე. ერთ სტუდენტს შეუძლია წარმოადგინოს რამოდენიმე სტატია.

მოთხოვნები:

სტატიაში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი: პრობლემის აღწერა და მისი ანალიზი; მოსაზრებები პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ შესაბამისი დასაბუთებით; დასკვნები და რეკომენდაციები, რომელიც შეესაბამება თქვენს მიერ წარმოდგენილ პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს.

შრიფტი: Sylfaen;  სათაურების ტექსტის ზომა: 12 Bold;  ძირითადი ტექსტი – 11; ინტერვალი 1,15; გვერდის საზღვრები – 2,5 ყველა მხრიდან; მაქსიმალური მოცულობა ტექსტის – 6 გვერდი.

სტატიის დასაწყისში აუცილებლად მიუთითეთ: თქვენი სახელი/გვარი; უნივერსიტეტის დასახელება; თქვენი სპეციალობა, ფაკულტეტი და კურსი; პირადობის მოწმობის ნომერი.

სტატია უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე m.jibuti@economists.ge 2014 წლის 10 ოქტომბრამდე. მეილში აუცილებლად ჩაწერეთ სიტყვა ”სტატია” და თქვენი სახელი/გვარი.

საუკეთესო 10 ნაშრომი დაიბეჭდება და გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები.

შეკითხვებისათვის დაუკავშირდით: მარიამ ჯიბუტი m.jibuti@economists.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები