საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია იწყებს კონკურსს – ,,ეგო-არტი“

კონკურსები

საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია (სახა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“-ს მხარდაჭერით კვლავ იწყებს კონკურსს – ,,ეგო-არტი“.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანთა გამოვლენა პოეზიაში, პროზასა და ფოტოგრაფიაში. საქართველოს 13 რეგიონიდან (აფხაზეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, თბილისი) გამოვლინდება თითო საუკეთესო წარმომადგენელი შემოსული ნაწარმოებების მიხედვით.

საუკეთესო ნაწარმოების ყველა ავტორს (სამივე ჟანრში) მიეცემა საშუალება ჩამოვიდეს დედაქალაქში, დაესწროს დაჯილდოების ცერემონიალს, სადაც მათ გადაეცემათ დიპლომები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები. დაჯილდოების დღეს, სიურპრიზის სახით, თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება გამარჯვებულთა შორის გამარჯვებული (სამივე ნომინაციაში), რომელთაც გადაეცემათ სოლიდური პრიზი.


მოწვეული ახალგაზრდები იმ ღამით განთავსდებიან სასტუმროში. მეორე დღეს მოეწყობა ექსკურსია ქალაქგარეთ.
ავტორები უზრუნველყოფილნი იქნებიან რეგიონიდან ტრანსპორტირებითა და სასტუმროთი.


კონკურსში (პროზასა და პოეზიაში) ასევე მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.
მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსოდ უნდა გამოაგზავნონ ქართულ ენაზე დაწერილი ერთი გამოუქვეყნებელი (ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტ სივრცეში) ნაწარმოები (ლექსი ან პროზა).


პროზაული ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს სილფაენით აკრეფილ ვორდის (A4 ფორმატის) 4 გვერდს, შრიფტის ზომა – 12, ინტერვალი – 1,5.


ფოტო კონკურსში მონაწილეობის პირობები:


1. თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს არაუმეტეს 3 ჟანრული ფოტო;
2.. ფოტო უნდა იყოს აუცილებლად თქვენი გადაღებული;
3. შეგიძლიათ გამოგზავნოთ ნებისმიერი ტიპის კამერით გადაღებული ფოტო, გარდა მობილური ტელეფონისა;
4. ფოტო გამოგზავნეთ JPEG ფორმატში;
5. გამოსაგზავნი ფოტოს გრძელი მხარე არ უნდა აღემატებოდეს 1000 პიქსელს (ასევე იქონიეთ ამავე ფოტოს ორიგინალი ზომა მინ. 3200 პიქსელი);


საავტორო უფლებები რჩება ფოტოგრაფს.


თემატიკა შეუზღუდავია სამივე ნომინაციაში!


ერთ კონკურსანტს შეუძლია სამივე ნომინაციაში (პროზა, პოეზია, ფოტოგრაფია) მიიღოს მონაწილეობა. ნაწარმოებები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: egoarti2014@yahoo.com


კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებთან ერთად უნდა გამოაგზავნოს: პირადობის ასლი დასკანერებული სახით ან მოგვწეროს პირადი ნომერი და დაბადების თარიღი.
ასევე უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, ტელეფონი და რეგიონი (რომლის სახელითაც იღებს მონაწილეობას კონკურსში).
კონკურსის მონაწილის ასაკობრივი ზღვარია 16-30 წელი.


პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეთა შემოქმედება დაიბეჭდება კრებულად.
მასალების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 10 ოქტომბერი;


კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება  თბილისში.
კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია „ეგო-არტ ტურნე“ ერთ-ერთი გამარჯვებულის რეგიონში.


კონკურსთან დაკავშირებით სპეციალური თემაა გახსნილი ურაკპარაკზე www.urakparaki.ge (მიმართულებით: ურაკპარაკი – ფორუმი – კონკურსები – „ეგო-არტი“ 2014), სადაც თქვენს შეკითხვებს (კონკურსთან დაკავშირებით) უპასუხებს კომპეტენტური „კონსულტანტი“.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები