Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რა არის ეს?!

რა არის ეს?!
September 27
15:28 2014

ახლა მოგიყვებით ერთ სასაცილო ამბავს, წესით სატირალი რომ უნდა იყოს. ამასწინათ ერთი სტატია მქონდა დასაწერი და აუცილებელი იყო სტუდენტებისგან კომენტარები მომესმინა. ჰოდა, მეც არ დავიზარე და გადავწყვიტე, ჩემი თბილისის ფართო თუ ვიწრო ქუჩებში მათ გავსაუბრებოდი. მეც სტუდენტი ვარ და ვიცი, რომ ყველა გადაღლილია, ყველას რაღაც საქმე აქვს თუ უსაქმობა სჭირს და სწორედ ამიტომ, საკუთარ თავთან შევთანხმდი, რომ ისინი ბევრი კითხით არ გადამეღალა. ვეკითხებოდი მოკლედ, თან ძალიან სახალისო თემაზე. მეგონა, ეს ყველაფერი ჩემგან ცოტა დროს მოითხოვსმეთქი და დილიდან უჭმელმა, სამზარეულოს მიმართულებით ოცნების კოშკები ავაგე ;), მაგრამ ვინ გაცადა მოკლე დროში ამ ყველაფრის განხორციელება. ვდგავარ რუსთაველზე და პანტაპუნტით მოდიან სტუდენტები, გულზე მალამოდ მედება მათი სიმრავლე და გულიც გონებას არწმუნებდა სულ 5 წუთის ამბავიაო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ 😉  ჰოი, საოცრებავ და საკვირველებავ, კითხვის დასმა კიარა, სიტყვა ჟურნალისტის გაგონებაზე, კეთროვანივით მიფრთხოდნენ.

ასე რომ მოხდა ერთხელ, მეორედ, მესამედ…  ვიფიქრე კაცო, ჩემში ხომ არ არის რამე პრობლემათქო, იქნებ მე ვცდები რამეში მათთან ურთიერთობისას, ჯერ პრაქტიკაში მაინც ახალბედა ვართქო, მაგრამ რა კრიტიკული თვალითაც არ შევხედე ჩემს თავს, მათი ქცევა თუ საქციელი მაინც ვერაფრით გავამართლე. ამიტომ ჩემი თავის დატუქსვაც სხვა დროისთვის გადავდე 😉

ამ დღიდან ერთ შემთხვევას მოგიყვებით: – მივდივარ ერთ ,,ჯაან ძერსკთან“ და ვეკითხები, ამა და ამ სახალისო თემაზე ძალიან მოკლე კომენტარს ხომ ვერ გააკეთებმეთქი (არადა კომენტარს როცა ვამბობ, იგულისხმება რომ ისედაც მოკლეა, თორემ მას კომენტარი კიარა, ინტერვიუ ერქმეოდა. იქნებ დროის სიმცირე არ მოიმიზეზოსთქო და სიტყვა ,,მოკლეს“ მაინც ვამატებდი 😉 მოკლეთ, სვანი რომ აფერისტობას დაიწყებს 😉 ) და არა, მეჩქარებაო. კარგი რა, ერთი წუთის საქმეა, ძალიან მოკლედ მინდათქო და უკვე რომ ვერას ხდებოდა, ,,მესროლა“ ხმა მაქვს ძალიან ცუდი, დიქტოფონიც ცუდად ჩაიწერს და შენც ვერაფერს გაიგებო. ხედავ?! თურმე მე და ჩემს დიქტოფონს გვიფრთხილდებოდა, არადა მე ახლა მასზე თქვენ გიყვებით (როგორი ცუდი და ბოროტი ვარ!) 🙁

მორჩა! მეტს არაფერს ვიტყვი! ვეცადე ამ ერთი (სამწუხაროდ მრავალთაგანი) შემთხვევის თქვენამდე მოტანით, კარგად ფესვგამჯდარი ,,ქართული“ სურათი დამეხატა. სურათი, რომელიც გარედან ევროპულია, შიგნით კი საშინლად დაკომპლექსებული და პროვინციული.

P.S: ახლა კი, მე ერთი ფიქრი მაწუხებს მხოლოდ: – ჩვენ გვიშველის ევროპა და ევროინტეგრაცია, თუ ჩვენ გვიშველის ევროპა და ევროინტეგრაცია?!?!

შორენა ღვაჩლიანი

525 ნახვა
Tags
Share

About Author

შორენა ღვაჩლიანი

შორენა ღვაჩლიანი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2014
M T W T F S S
« Aug   Oct »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930