სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში

SPAR Georgia” – “SPAR International”-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს 3 თვიან უფასო სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით.
MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა.
ინგლისური ენის ცოდნა.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას MS Excel-ში.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს და განვითარების პერსპექტივას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com 2014 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – “სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში” .  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები