Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

2014 წლის საუკეთესო აბიტურიენტი მუშაობას Google-ში აპირებს

2014 წლის საუკეთესო აბიტურიენტი მუშაობას Google-ში აპირებს
September 30
20:22 2014

36 ათასიდან პირველი. გიორგი წიკლაური – ერთიანი ეროვნული გამოცდები 2014-ის ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტია. წლის საუკეთესო პირველკურსელი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და ”თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტია. ამბობს, რომ ”ძალიან ბეჯითი” არ არის, თუმცა მისაღებ გამოცდებზე მაღალ ქულებს  მაინც ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ბარათში 20 სასწავლებლის არჩევის უფლება ჰქონდა, განაცხადში მხოლოდ ერთი, ”თავისუფალი უნივერსიტეტი“ ჩაწერა და   დარწმუნებულიც იყო, რომ სწორედ „Freeuni”-ს სტუდენტი გახდებოდა. დღეს ”მაქსის” (მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები) სკოლაში სწავლობს.  Aris.ge-განათლებამ გიორგისთან ინტერვიუ ”თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბიბლიოთეკაში ჩაწერა. სტერეოტიპი – ”მათემატიკოსებს ადამიანებზე მეტად ციფრებთან ურთიერთობა უადვილდებათ” -ჩვენი შეხვედრის პირველივე წუთიდან დაიმსხვრა.

  • 55-ე სკოლაში ვსწავლობდი. ვერ ვიტყვი, რომ ეს სკოლა, ან ძალიან ძლიერი, ან ძალიან სუსტი სკოლაა. ჩვეულებრივი დონის საჯარო სკოლაა. ჩემი კურსელების 80% კი კომაროველია. მე ყველა საგანში ვემზადებოდი. ძლიერი რეპეტიტორები მყავდა. მათემატიკაში 59-დან 59 ქულა ავიღე.  ინგლისურში 100-დან 98; ზოგად უნარებში 80-დან 76; ქართულში 80-დან -72.
  • როგორი რეაქცია გქონდა -ელოდი ამ ქულებს? ბევრს მეცადინეობდი?
  • დიდი რეაქცია არ მქონია – ასეთი არ ვარ. ვერ, ვიტყვი რომ ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი. მშობლები ხშირად მეუბნებოდნენ ”კომპიუტერს მოეშვი, იმეცადინეო”.  სკოლაშიც ათოსანი ვიყავი მაგრამ სულ წიგნებთან არ ვიჯექი. უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ გავიგო მასალა. გაგებით უფრო მარტივია დამახსოვრება, ვიდრე დაზეპირებით.  ერთი, ისტორია არ მიყვარს რადგან იქ თარიღების დაზეპირებაა საჭირო. :) რაც შეეხება მოლოდინს, არ ველოდი. თუმცა არა, ველოდი. :) შეიძლება არ ვფიქრობდი, რომ ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტი ვიქნებოდი, თუმცა ვიცოდი, რომ მაღალ ქულებს ავიღებდი.
  • ყველაზე მეტად რომელი საგანი გაგიჭირდა?
  • ქართული, პირველი გამოცდა. მათემატიკაზე კი ძალიან მშვიდად შევედი. ვფიქრობდი, რა უნდა მოვიდეს ისეთი, რომ ვერ გავაკეთოთქო. წელს მათემატიკა გაართულეს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მე გამიძნელდა.
  • შენს პროფესიაზე რას გვეტყვი, როგორ აირჩიე? შენით თუ მშობლების დახმარებით?
  • დარწმუნებული ვიყავი, რომ მათემატიკაში მაღალ ქულას ავიღებდი. ალბათ, ამან განაპირობა ეს არჩევანი. თავიდან არც კი ვიცოდი, მინდოდა კი საერთოდ ეს სპეციალობა. როგორც მიღებულია, ვინც ზუსტად არ იცის, რა უნდა აირჩიოს – ირჩევს ბიზნესს ან მათემატიკას. ინტერესი ახლა უფრო მომივიდა.
  • უნივერსიტეტთან დაკავშირებითაც  გაურკვევლობაში იყავი? თავიდანვე აირჩიე ”თავისუფალი” თუ ქულების გაგების შემდეგ?
  • არა, ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ”თავისუფალი უნივერსიტეტი” სულ ორი არჩევანი მქონდა გაკეთებული. ”თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბიზნესი და ”მაქსის” სკოლა. შემდეგ, როდესაც გავიგე ქულები, მივხვდი, რომ მყოფნიდა და არაფერი შევცვალე. 
  • ამართლებს ეს უნივერსიტეტი შენ მოლოდინს?
  • ნამდვილად, გადაჭარბებულადაც კი, ბოლო დონის ტექნიკაა, კარგი გარემოა და ძალიან კარგი სპეციალისტები არიან.
  • ჯგუფზე და სასწავლო პროცესზე რას მეტყვი?
  • 9 გოგო და 39 ბიჭი ვართ. აქ თითქმის ყველა გრანტიანია ან ასპროცენტიანი გრანტი აქვთ ან 70%-იანი. ეს სამი კვირა გაცნობითი სახის იყო. ლექცია დღეს პირველად ჩამიტარდა. სემესტრში კი სულ 6 თუ 7 საგანს ვსწავლობ.
  • სამომავლოდ რა გეგმები გაქვს? მაგისტრატურა, დოქტორანტურა? საზღვარგარეთ წასვლას ხომ არ ფიქრობ?
  • ჯერ ეს ოთხი წელი ვისწავლო, საერთოდ ”მაქსის” სკოლის დასრულება ძალიან რთულია. შეიძლება 50 პირველკურსელი იყოს მაგრამ ბოლოს მარტო სამმა დაასრულოს. სწავლა რთულია, მე ვეცდები რომ დავასრულო. მაგისტრატურა-დოქტორანტურა – შეიძლება უცხოეთში წავიდე, თუმცა სად, ჯერ ამაზე არ მიფიქრია.
  • რომ არა ეს პროფესია, სად ხედავ სხვაგან შენ თავს?! სხვა პროფესიაზე ხომ არ გიფიქრია?
  • არც მსახიობობა მდომებია არასდროს და მითუმეტეს არც კოსმონავტობა. :)
  • რას ურჩევდი მათ, ვინც ახლაა აბიტურიენტი?
  • ჩემი გამოცდილებიდან? – ზოგი იტყოდა ძალიან ბევრი იმეცადინონო. ჩემ შემთხვევაში ასე ნამდვილად არ ყოფილა. მე ვურჩევდი, რომ სწორად აირჩიონ პედაგოგები, რეპეტიტორები – აუცილებლად მკაცრები და მომთხოვნები. :)
  • თსუ-ს საუკეთესო ქულების მქონე პირველ კურსელს კომპანია ”მაგთიმ” ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა. შენ რეიტინგში ქულების მიხედვით საუკეთესო ხარ, რა ჯილდო გერგო?
  • სიმართლე გითხრათ მე არაფერი. ”მაგთიმ” ჩვენთანაც დააჯილდოვა, მაგრამ ”აგრარულის” საუკეთესო ქულების მქონე. წელს საკონკურსო და საგრანტო ქულები რაღაც უცნაურად დაითვალეს და რატომღაც, არანაირ რეიტინგში არ მომახვედრეს. სიმბოლურად, ”დიოგენემ” გადმომცა რამოდენიმე წიგნი. რაც მთავარია, თვითონ უნივერსიტეტი ერთი წლის მანძილზე დაფარავს ჩემი სწავლის გადასახადს, ანუ იმას, რასაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 100%-იანი გრანტი არ ყოფნის.
  • და ბოლოს, მინდა შენს გეგმებზე გკითხო- სად ხედავ საკუთარ თავს წლების შემდეგ, საჯარო, კერძო, თუ სამოქალაქო სექტორში?
  • მაგისტრატურას და ბაკალავრიატს ფინანსების განხრით გავაგრძელებ. ვიქნები ფინანსისტი,  რომელსაც ასევე კარგად ესმის კომპიუტერიც. ცოტა ხნის წინ აქ კომპანია ”Google”-ის თანამშრომლები იყვნენ ჩამოსულები, სემინარი ჩაატარეს.  ერთ-ერთი ოპტიმალური სამუშაო ადგილი მანდაც არის.  :)

 

ეკა @არის წივწივაძე

2,912 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2014
M T W T F S S
« Aug   Oct »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930