Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გერმანიაში საუნივერსიტეტო სწავლების საფასური სრულად გაუქმდა

გერმანიაში საუნივერსიტეტო სწავლების საფასური სრულად გაუქმდა
October 05
11:13 2014

ქვემო საქსონია გერმანიის უკანასკნელი მხარე, რომელმაც საუნივერსიტეტო სწავლების საფასური გააუქმა.

გამოცემა „germanpulse“ წერს, რომ „ამერიკელმა მოსწავლეებმა, რომელთაც კოლეჯში ჩაბარება სურთ, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ, შესაძლოა, გერმანიაში დაიწყონ სასწავლებლების ძიება, რადგან სწავლის საფასური მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუქმდა მას შემდეგ, რაც დანარჩენ მხარეებს ქვემო საქსონიაც შეუერთდა.

გერმანიის უნივერსიტეტები ადრე უფასო იყო, მაგრამ 2006 წელს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შეზღუდული საფასური არ ეწინააღმდეგებოდა საყოველთაო განათლებისადმი მიდრეკილ გერმანიის პოლიტიკას. თუმცა, ბევრ მხარეს დიდი დრო არ დასჭირვებია იმის მისახვედრად, რომ ეს ფასები ძალიან არაპოპულარული იყო და ნელ-ნელა თითოეულმა, გარდა ქვემო საქსონიისა, მათი გაუქმება დაიწყო.

ქვემო საქსონიის მეცნიერებისა და კულტურის მინისტრმა, გაბრიელე ჰეინენჯიაიცმა, თავის განცხადებაში თქვა, რომ მათ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგანარ სურთ ისეთი განათლება, რომელიც მშობლების ქონებაზეა დამოკიდებული.“

სწავლების საფასურიუკარგავს სწავლის მონდომებას იმ ახალგაზრდებს, რომელთაც არ ჰყავთ განათლებული ტრადიციული ოჯახი. პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა, ახალგაზრდა გოგონებსა და ვაჟებს მიეცეთ უფასო, მაგრამ აუცილებლად ხარისხიანი განათლება“, – განაცხადა ჰამბურგის სენატორმა მეცნიერების დარგში, დოროთი სტეფელფილდმა.

გერმანიის უფასო უნივერსიტეტებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ის ფაქტი, რომ გადასახადებისაგან უცხოელი სტუდენტებიც თავისუფლდებიან.

 

წყარო: www.germanpulse.com

3,958 ნახვა
Tags
Share

About Author

თათია ჟორჟოლიანი

თათია ჟორჟოლიანი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2014
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031