Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რა ჩავიცვათ გასაუბრებაზე?!

რა ჩავიცვათ გასაუბრებაზე?!
October 06
17:40 2014

ჩვენ ვეძებთ სამუშაოს,  ვადგენთ რეზიუმეს, ვემზადებით ინტერვიუსთვის,  და ბოლოს მოდის გასაუბრების დღეც. რითი იწყება ჩვენი დილა?! ჩვენ ვდგავართ გაღებული კარადის წინ და ვფიქრობთ, რა ჩავიცვათ… რომ გამოვიყურებოდეთ საქმიანად, ამასთანავე კი ჰარმონიულად ვესადაგებოდეთ ჩვენს შინაგან „მე“-ს.

ამ თემაზე არსებობს უამრავი სტატია, ჟურნალებში გამოყოფილია სპეციალური სვეტები, სადაც რეკლამირდება საქმიანი შეხვედრისთვის შესაფერისი იმიჯური ტანსაცმელი, იბეჭდება წიგნები, ტელევიზიით კი მიდის გადაცემები, სადაც საუბრობენ ბიზნესისთვის იდეალური სტილის ტანსაცმელზე. მაგრამ ბევრისთვის კითხვა: „ როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ გასაუბრებაზე?“ რჩება ღიად.

რითი დავიწყოთ? უპირველეს ყოვლისა ყურადღება მიაქციეთ სფეროს, სადაც აპირებთ მუშაობის დაწყებას. თუ საუბარია საბანკო სფეროზე ან კონსალტინგზე, რა პოზიციასაც არ უნდა განიხილავდეთ, საქმიანი კოსტიუმის გარეშე ასეთ გასაუბრებაზე მისვლა დიდი შეცდომაა. თუ საუბარია სარეკლამო სფეროზე ან სარესტორნო ბიზნესზე ან კომპანიაზე სადაც მიესალმებიან ჩაცმულობაში თავისუფალ სტილს, მაშინ ასეთ შეხვედრაზე მიზანშეწონილია მიხვიდეთ ჯინსებში და კოსტიუმში.

როგორ გავიგოთ ჩაცმის რა სტილს მიესალმება კომპანია? ამის პასუხი შესაძლებელია მონახოთ ინტერნეტში ან თუ გყავთ ნაცნობი ამ კომპანიაში კითხოთ მას. მაგალითად, არსებობს კომპანიები, რომლებიც უბრალოდ ვერ გაგიგებენ თუ თქვენ მიხვალთ ჰალსტუხით და კოსტიუმში. თუ საუბარია საწყის პოზიციაზე, თქვენ არ გაქვთ მუშაობის გამოცდილება და თქვენ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული სტილის არჩევის სისწორეში, ყოველთვის შესაძლებელია ჩაიცვათ ნეიტრალური ფერის პერანგი, შარვალი ან ქვედაბოლო. მთავარია, გახსოვდეთ რომ თქვენი იერი არ უნდა იყოს ძალიან გამომწვევი, მაგრამ ამასთანავე ესაბამებოდეს თქვენ შინაგან „მე“-ს. მაგალითად, თუ ახალგაზრდა მამაკაცი , რომელიც ჩვეულებრივ დადის დახეულ ჯინსებში და  სპორტული სტილის პერანგებში, მივა გასაუბრებაზე „ბარმენის“ პოზიციაზე კოსტიუმში და ჰალსტუხში, დიდი ალბათობაა რომ სამუშაო ადგილს ის ვერ მიიღებს 🙂

რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?!

ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმელს!  არ ღირს მოიწონოთ თავი მშვენიერი ღია კაშკაშა ფერის ფეხსაცმლით, თუ თქვენ უმიზნებთ თანამდებობას სოლიდურ კომპანიაში, სადაც ქალებიც კი დადიან კოსტიუმებში.

მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მანიკურს. ის ყოველთვის უნდა იყოს იდეალური! არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებდით წინა დღეს: მუშაობდით ბაღში თუ იმყოფებოდით სპა კურორტზე. გახსოვდეთ, რომ არსებობს ნეიტრალური ფერის ლაქი, გამჭვირვალე ან ღია ვარდისფერი, რომელიც ამშვენებს ნებისმიერ ხელებს და არ იწვევს თქვენს მოსაუბრეში არასასიამოვნო ემოციებს.

აქსესუარები: არ არის საჭირო „მოიკაზმოთ“ ყველაფრით რაც გაქვთ სახლში J აქსესუარი უნდა იყოს მცირე სასიამოვნო დეტალი თქვენს გარეგნობაში. იდეალურია თუ ეს იქნება პატარა ზომის საყურეები, ბეჭედი და ყელსაბამი. ინტერვიუს დროს ყურადღების ცენტრში უნდა იყოთ თავად თქვენ, თქვენი ცოდნით, გამოცდილებით, პოტენციალით და არა თქვენი ტუალეტის დეტალები.

 

საერთო წესები კაცებისთვის:

ფეხსაცმელი: აუცილებლად დახურული

შარვალი: კომპანიის სტილიდან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს მკაცრი სტილის შარვალი ან ჯინსები.

პერანგი: ისევ კომპანიის სტილიდან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა „ სიმკაცრის“ პერანგი. არ უნდა მიხვიდეთ მაისურში, იმ შემთხვევაშიც კი თუ გარეთ +40

აქსესუარები: მამაკაცებისთვის ოპტიმალურია საათი და ქორწინების ბეჭედი

საერთო წესები ქალებისთვის: ( აქ ყველაფერი ბევრად რთულია, რადგან ჩვენ ყოველთვის გვინდა ვიყოთ ლამაზები, მიმზიდველები და ყურადღების მიმქცევები 🙂

ფეხსაცმელი: დახურული, აკურატული. ყოველი შემთხვევისთვის არ ღირს 15 სანტიმეტრიანი ქუსლის მქონე ფეხსაცმლის ჩაცმა, რადგან ადამიანი ვისაც თქვენთან ექნება ურთიერთობა შესაძლებელია არ იყოს მაღალი, რაც შექმნის უხერხულობას და დისკომფორტს. ეს კი შეიძლება ნეგატიურად აისახოს შეხვედრის შედეგზე.

ქვედატანი: შესაძლებელია იყოს ქვედაბოლო ან შარვალი. თუ თქვენ ირჩვეთ ქვედაბოლოს, მისი სიგრძე მუხლიდან უნდა იყოს მაქსიმუმ 5 სანტიმეტრით  მოკლე. შესაძლებელია იყოს აგრეთვე  კაბაც, რომელიც არ იქნება გამომწვევი.

ზედატანი: ეს შესაძლებელია იყოს მოდური პერანგი ზემოდან აქსესუარით ან პერანგი პიჯაკით.

მანიკური: სასურველია არ იყოს კაშკაშა ფერების. ლაქი შავი, ლურჯი, ყავისფერი და წითელი ფერის დატოვეთ სახლში. იდეაურია ფრანგული მანიკური.

აქსესუარები: არაუმეტეს 2 ბეჭდის, პატარა კულონი და საყურეები. თუ სურვილი გაქვთ ყელზე გაიკეთოთ დიდი ყელსაბამი, მაშინ აღარ გადატვირთოთ სხვა აქსესუარებით.

საბოლოო ჯამში ყოველმა ადამიანმა იცის, რა უფრო უხდება.  გისურვებთ წარმატებულ ინტერვიუს და საინტერესო სამუშაოს!

ალესანდრა ნაუმოვა

Kelly Services -ის პერსონალის შერჩევის განყოფილების უფროსი

2,271 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2014
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031