ანაზღაურებადი სტაჟირება ტექნიკის მაღაზიაში

კომპანია „სმაილი“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სთავაზობს სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას.
კომპანია „სმაილი“  საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 10-მდე მაღაზიას აერთიანებს.
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, მსოფილო ბრენდების ფართო არჩევანი, ტექნიკის მუდმივად განახლება და ასორტიმენტი და მკვეთრად განსაზღვრული სტრატეგია – წარმატებისკენ!
ანაზღაურებადი სტაჟირება ტექნიკის მაღაზიაში – თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ფლობა;
  • ინგლისური და რუსული ენები სცოდნა ( ჩაითვლება უპირატესობათ);
  • ასაკი: 20-დან 30 წლამდე (სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • სქესი :მამრობითი.
შესასრულებელი ამოცანები:
  • კონსულტაცია პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ახდენს პროდუქტის პრეზენტაციას;
  • აწვდის ინფორმაციას მომხმარებელს კომპანიის დამატებითი მომსახურების შესახებ;
 პიროვნული თვისებები:
  • წარმოსადეგი გარეგნობა
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა.
  • ჯგუფში მუშაობის უნარი.
CV- ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება. განცხადებები მიიღება არა უგვიანეს  20 ოქტომბრისა. გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე vacancy@geosmiley.ge და ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები