გამოცხადდა ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“

სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ნორჩ გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“

ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც 2014-2015 სასწავლო წელს არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე და 2015 წლის პირველი მაისისათვის არ შესრულებია 20 წელი.

კონკურსში განაცხადების შემოტანა შეიძლება ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს.

საკონკურსო განაცხადების ფონდის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის, გამოგონების აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების ატვირთვა შესაძლებელი იქნება 2014 წლის 8 ოქტომბრიდან 2014 წლის 3 ნოემბრის 24:00-მდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ფონდის ელექტრონული ბაზა დაიხურება განაცხადების რეგისტრაციისათვის.

ხელმოწერილი „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“, ისევე, როგორც საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურს-ცენტრში წარდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს 7 ნოემბრის 18:00 საათამდე.

ხელმოწერილი „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ისევე, როგორც საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი ფონდში წარდგენილი უნდა იქნას 13 ნოემბრის 18:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე

საკონტაქტო პირი: დოდო გუგავა

დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4205), მობ: 577 95 03 99
ელ-ფოსტა: gugava@rustaveli.org.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები