ვაკანსია ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

სს “სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სს “სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის – “ვენის სადაზღვევო ჯგუფის”  წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს – სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. “ჯიპიაი ჰოლდინგი” გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობა:

შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა პირად ექიმებთან;
ტელეფონის საშუალებით კლიენტების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსი;
სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV), თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას პოზიციით და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი და ფოტო, შემდეგ მისამართზე:

“ჯიპიაი ჰოლდინგი”
კოსტავას ქ. 67, თბილისი, 0171
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: jobs@gpih.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ.წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება (“ქოლ-ცენტრის ოპერატორი”), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2014 წლის 26 ოქტომბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები