გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის შეხვედრა გაიმართება

გაცვლითი პროგრამები

6 ნოემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის პროექტების BACKIS, HERMES, EMBER კოორდინატორებთან და ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა იმართება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

დასწრება თავისუფალია.

დამსწრეები გაეცნობიან სრულად დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ევროპის 35-მდე უნივერსიტეტში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: (+995 32) 22-23-91.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები