Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

პირველი სასწავლო დღე უნივერსიტეტში – აი ის მომენტი, პირველკურსელობა რომ სახეზე გეტყობა..

პირველი სასწავლო დღე უნივერსიტეტში – აი ის მომენტი, პირველკურსელობა რომ სახეზე გეტყობა..
October 13
13:45 2014

პირველი სასწავლო დღე უნივერსიტეტში ერთდროულად საინტერესო, სასიამოვნო და შემაშფოთებელიცაა. არ იცი, როგორ მოიქცე, როგორი ლექტორები და ჯგუფელები შეგხვდებიან… დაბნეული ხარ. თანაც, სკოლის პირველი დღისგან განსხვავებით, მშობელი ან ვინმე ისეთი, ვიზეც დაყრდნობა შეგიძლია, თან არ გახლავს. თუ გაგიმართლა და შენი მეგობარი, ან თუნდაც უბრალო ნაცნობი მოხვდა შენთან ერთად უნივერსიტეტში და ერთად მიდიხართ, ხომ კარგი…

თუ არადა, როგორც საერთოდ პირველკურსელებს ეძახიან, პინგვინივით სიარული მოგიწევს. ჯერ აუდიტორია უნდა იპოვო ისე, რომ არ დაიკარგო და სახეზე პიდაპირ არ გეწეროს “პირველკურსელი ვარ, სადაა ჩემი აუდიტორია?” დამეთანხმებით ალბათ, ძალიან ცუდი მომენტია, როცა დაბნეული დერეფანში აქეთ-იქეთ დადიხარ.

საბედნიეროდ, მე გამიმართლა და პირველ დღეს აუდიტორიის ძებნაში ლექციაზე არ დამგვიანებია, ზუსტად იქ შევუხვიე, სადაც საჭირო იყო. მაგრამ მოდით ვნახოთ, ვის რა კურიოზი გადახდა სწავლის პირველ დღეს და როგორი შთაბეჭდილებები დარჩათ…

ინა საბაძე(სოხუმის უნივერსიტეტი) _ პირველ დღეს საბედნიეროდ მე და ჩემი დაქალი ერთად წავედით უნივერსიტეტში, შესაბამისად ახალ გარემოსთან შეგუება არც ისე რთული იყო. აუდიტორიის ძებნა არ მომიწია, დეკანმა ბავშვები ერთად აგვიყვანა ჩვენს სართულზე. პირველი ლექცია მან ჩაგვიტარა, უნივერსიტეტის შინაგანაწესი გაგვაცნო, ძალიან მომეწონა და დამაინტერესა. სკოლისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, განსხვავბული გარემოა უნივერსიტეტში და მაინც ვნერვიულობდი, მაგრამ იმდენად კარგი ჯგუფელები და ლექტორები დამხვდნენ, რომ ახლა უნივერსიტეტში მისვლა მიხარია.

სალომე მირიანაშვილი(სამედიცინო უნივერსიტეტი) _ სამწუხაროდ კონტაქტურობით არასდროს გამოვირჩეოდი, უაზრო კომპლექსების გამო მიჭირდა ხალხის გაცნობა, მაგრამ უნივერსიტეტის პირველი დღე გამონაკლისი გამოდგა. ჩემი ერთ-ერთი ჯგუფელი “ფეისბუქის” წყალობით გავიცანი და ამიტომ ადვილად შევეგუე ახალ გარემოს. რაც შეხება პირველ შთაბეჭდილებას, ვიგრძენი, რომ ბევრად უფრო მაღალი დონის სასწავლო დაწესებულებაში მოვედი. რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდი. როგორც ჩანს, ნერვიულობა მეტყობოდა, რადგან მესმოდა, როგორ ამბობდნენ, “როგორი პინგვინიაო” 😀

თიკო ბიკაშვილი(თსუ) _ პირველ დღეს აუდიტორიის პოვნა არ გამჭირვებია, რადგან ნომერი ვიცოდი. თუმცა, ალბათ მაინც მეტყობოდა, რომ “პინგვინი” ვიყავი. ყველაფერს ვათვალიერებდი და ყურადღებას ვაქცევდი. გარემო ზუსტად სწავლის შესაფერისია, არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკაა, ლექტორებიც ძალიან დადებითად შეგვხვდნენ.

თიკო სამუშია(ჯავახიშვილი-მაღლივი) _ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ როდესაც მაღლივის კორპუსში შევედი, არ ვიცოდი, რომ პირველივე სართული მესამე იყო. ლექცია მეოთხეზე მქონდა, მე კი ამის გამო არასწორად ავედი და რეალურად მეექვსე სართულზე მოვხვდი. როდესაც აუდიტორიის ნომრებს შევხედე, მერე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. არადა, სპეციალურად ათი წუთით ადრე მივედი და ეს დროც აუდიტორიის ძებნაში დავხარჯე…

მაღლივში ასეთი ამბავი ვის არ გადახდება…

ასე თუ ისე, პირველკურსელები პინგვინობას ვერ ავცდებით. აუდიტორიაც რომ მაშინვე ვიპოვოთ, როგორც მაღალკურსელები ამბობენ, სახეზე მაინც გვეტყობა. და თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი სახე, სწავლის მეორე კვირას რომ რომელიღაც მეორე კურსელს აუდიტორია მივასწავლე. აი მაშინ მივხვდი, რომ “პინგვინობა” მორჩა 😀

ავტორი: თამარ თურქია

1,528 ნახვა
Tags
Share

About Author

curly

curly

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2014
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031