Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ფეისბუქომანია – დრო, რომელსაც ქარს ვატანთ?

ფეისბუქომანია – დრო, რომელსაც ქარს ვატანთ?
October 15
16:47 2014

ჩვენი ეპოქის ადამიანთა დიდი უმრავლესობისთვის ფეისბუქი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. გასაგებია, რომ ის მომხმარებელთა უმრავლესობისთვის კომუნიკაციის ეფექტური საშუალება, ინფორმაციის და სიახლეების გაცნობის წყარო და უბრალოდ გართობის კარგი საშუალებაა, მაგრამ, საინტერესოა, რამდენია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ფეისბუქზე გატარებულ დროს უქმად მიიჩნევს და წამში გასული საათების შემდეგ ნანობს კიდეც?! რომ არა ფეისბუქი, დახარჯულ დროს რამე უფრო ეფექტურსა და ჩვენთვის უფრო ღირებულში გამოვიყენებდით თუ არა? სინამდვილეში რა არის ის ჩვენთვის – ,,ფოჩიანი“ კამფეტი, რომელშიც არანაირი კამფეტი არ დევს; ,,ფოჩიანი“ კამფეტი, რომელშიც ძალიან უგემური კამფეტი დევს თუ უბრალოდ საყოველთაო ,,მატყუარა“?!
ამის შესახებ საკუთარი მოსაზრებები ,,სტუდინფოს” სტუდენტებმა გაუზიარეს.

სოფო ილიაშვილი: – ჩემთვის ფეისბუქი კარგი კომუნიკაციის საშუალება და ინფორმაციის მიღების წყაროა. მას ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, არამარტო გართობის მხრივ. უნივერსიტეტის ძალიან ბევრ ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და შესვლის სურვილიც რომ არ მქონდეს, მაინც მიწევს შესვლა. აქედან გამომდინარე, მარტო გართობაც არ არის, მაგრამ, პირველ რიგში, მაინც გართობაა, ვიდრე ინფორმაციის მიღების საშუალება. მიჩვეული ვარ და როდესაც სახლში კომპიუტერთან ყოფნა არ მიწევს, ტელეფონის საშუალებით შევდივარ. მაინტერესებს რამე ახალი ხომ არ ხდება და უნივერსიტეტიდან რამე ხომ არ ატვირთულა ჯგუფებში. ისე, სახლში როცა ვარ, შემიძლია მთელი დღე ფეისბუქში ვიყო.

მარიამ კილასონია: – ძალიან დიდ დროს ვუთმობ, დღეში დაახლოებით სამ საათს. ვერ ვიტყვი, რომ მარტო გართობაა ფეისბუქი, რადგან გართობასთან ერთად ბევრ სიახლეს ვეცნობი და მრავალი სახის ინფორმაციას ვიღებ. ბევრი კარგის წაკითხვა და გაგება შეგიძლია მისი საშუალებით, მაგრამ დროც მალე გადის და დიდი ხანი რომ მიწევს ყოფნა, მერე ძალიან ვნანობ. ამაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ სინანულს არ ვითვალისწინებ და მეორეჯერ შეიძლება უფრო დიდი ხნით შევიდე. წესით, იმ დაკარგულ დროს ბევრად უფრო მნიშვნელოვანში უნდა ვიყენებდე, მაგრამ ასე არ ხდება.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

ნინი ენდელაძე: – იყო პერიოდები, როდესაც ფეისბუქს დიდ დროს ვუთმობდი და ფაქტობრივად, მასზე დამოკიდებული ვიყავი. დროის მოკვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და მიხარია, რომ ეს ბოლო პერიოდი თითქმის არ შევდივარ. ხალხთან უშუალო კომუნიკაცია მირჩევნია მისი საშუალებით დაკონტაქტებას. ასეთი ურთიერთობები ძალიან მომბეზრდა.

მარიამ გაგნიძე: – ჩემთვის კომუნიკაციის ძირითადი წყაროა, რადგან მისი საშუალებით ვურთიერთობ მეგობრებთან თუ უბრალო ნაცნობებთან, ასევე საზღვარგარეთ მყოფ ადამიანებთან. საუნივერსიტეტო საქმეშიც ძალიან აქტიურად ვიყენებ და ალბათ, მთელი დღის ნახევარს ფეისბუქს ვუთმობ. ახლაც, ,,wifi” იჭერს და შევედი, მაგრამ რატომ შევედი არვიცი. ჩემდაუნებურად, დიდ დროს მართმევს და რომ გამოვდივარ, მერე ხშირად ვნანობ ფეისბუქზე დიდი ხნით ყოფნას. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს გასაკეთებელი და მოსასწრები, ჩემი ფეისბუქზე ყოფნა უფრო წამგებიანია, ვიდრე მომგებიანი.

ირინა დარჯანია: – ჩემთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, დღეში რამდენჯერმე შევდივარ და სულ ახალ-ახალ ინფორმაციას ვიგებ. დღის განმავლობაში ფეისბუქზე ყოფნა, დაახლოებით, 20 წუთი გამომივა. ხშირად შევდივარ, დავხედავ რამე ახალი ხომ არ ხდება და შემდეგ გამოვდივარ. მგონი უფრო მიჩვეული ვარ, ვიდრე მასზე დამოკიდებული.

თათული ქანთარია: – ძალიან ხშირად ვიყენებ და დღეში, ალბათ, ხუთი საათი მაინც ვარ ფეისბუქზე. ინფორმაციას ვიღებ, მეგობრებს ვეკონტაქტები, მაგრამ უფრო მეტად ჯგუფებიდან თუ სხვადასხვა პორტალიდან ატვირთულ სიახლეებს ვეცნობი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის, პირველ რიგში, ინფორმაციის წყაროა, ვიდრე საკონტაქტო საშუალება. ბევრ დროს მართმევს, მაგრამ არ მენანება. მგონია, რომ მის გარეშე ინტერნეტიც და ტელეფონიც ძალიან უბრალო იქნებოდა.

შორენა ღვაჩლიანი

359 ნახვა
Tags
Share

About Author

შორენა ღვაჩლიანი

შორენა ღვაჩლიანი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2014
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031