სოციალური მედიის მენეჯერის ვაკანსია

სს “კურაციო” აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე, კურსდამთავრებულთათვის ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის

მოვალეობები:

კლინიკის ვებ-გვერდის მართვა (ქართული, ინგლისური ვერსია)
სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და სოციალური ქსელების გვერდის მართვა
კომუნიკაცია კლინიკის ვებ-გვერდის და სოციალური ქსელის დეველოპერ კომპანიებთან
კლინიკის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია
მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით საინტერესო თემების გამოვლენა და შემდგომ განთავსება კლინიკის ვებ-გვერდზე/სოციალურ ქსელში
მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე რეაგირება
კლინიკაში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება
ახალი იდეების გენერირება კლინიკის ცნობადობის გაზრდისთვის.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

მოთხოვნები:

კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი
კომპიტერული პროგრამების კარგად ცოდნა – Corel Draw, Photoshop
საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა
ვებ-დიზაინის ცოდნა (სასურველია)
უნდა ფლობდეს სოციალურის მედიის ეფექტურად გამოყენების მეთოდებს
ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარების კარგად ფლობა (ქართული, ინგლისური, რუსული).

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და ფოტო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@curatio.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურში. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2014 წ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები