Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

თქვი შენზე…

თქვი შენზე…
October 17
01:59 2014

დღევანდელი ახალგაზრდების მისამართით რა შეიძლება არ გავიგოთ. ხშირ შემთხვევაში, მათი შემფასებელი უფროსი თაობაა, რომელიც ბევრ კარგთან ერთად ბევრ ცუდსაც აყოლებს ან პირიქით. მათი შეფასების შესაძლო შედეგიც, ჩვენთვის ასე თუ ისე წინასწარ უკვე ცნობილია, ამიტომ შესაძლო პასუხის მოლოდინიც ნაკლებია. საინტერესოა, თვითონ ახალგაზრდა თაობა როგორი შემფასებელი იქნება საკუთარი თავის?
,,სტუდინფო“ სტუდენტებს და ზოგადად, ახალგაზრდებს გაესაუბრა.

კარგი იქნება, თუ შეფასებაში აქტიურად ჩაერთვებით და ყველა თქვენს საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებთ. პრინციპი ასეთია: ერთი სიტყვით ან მოკლე ფრაზით ახასიათებთ დღევანდელ ახალგაზრდებს (სტუდენტობას) და შემდეგ შესაბამისი არგუმენტებით ასაბუთებთ, რატომ ფიქრობთ ასე.

აკაკი აგლაძე: – ერთი სიტყვით არა, მაგრამ მოკლე ფრაზით დავახასიათებს: – დაბალი განათლების მქონე საზოგადოება. აქედან გამომდინარე, დღევანდელ საზოგადოებაზე ბევრ კარგს ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთეულ ინდივიდებში შეგიძლია რაგაც პერსპექტივა დაინახო. ზოგადად, საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ არ არსებობს საფუძველი ახალგაზრდობის წინ წასაწევად.  20 წლის ვარ და ჩემს ტოლებშიც და უფრო დიდებშიც ძალიან დაბალ აზროვნების დონეს ვხედავ, აქედან კი სხვადასხვა სახის კომპლექსია უკვე ჩამოყალიბებული. ეს მათი კიარა, არამედ თვითონ საქართველოს ბრალია, აქ ახალგაზრდა თაობის არანაირი ხელშეწყობა არ არის. აზროვნების ასეთი დონეც ამის ბრალია. ასევე კომპლექსიანები არიან ჩანს, დაბალ განათლებასაც ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არის უბრალოდ თვითონ საქართველოს ბრალი. ხელშეწყობა არ არის არაფრის.

გიორგი ფილიშვილი: – მოაზროვნეეები არიან, მაგრამ ზედმეტად ზანტები. ეზარებათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. ახალგაზრდების უმრავლესობა დროს ფუჭად კარგავს, უფრო მეტად ინტერნეტში ყოფნით. ამის ერთადერთი გამოსავალი კი ისაა, რომ თვითონ პიროვნება უნდა მიხვდეს და შეცვალოს თავისი დამოკიდებულება. უმოქმედოდ  ყოფნა არ შეიძლება ამ ისედაც სწრაფადცვლად სამყაროში.

ვერიკო იოსელიანი: – დღევანდელი ახალგაზრდობა ძალიან თავხედია. ზრდილობა საერთოდ არ გააჩნიათ და ძალიან უხეშები არიან. უცნობის თუ ნაცნობის მიმართ ძალიან დიდ აგრესიას ატარებენ.  მათი თავხედობა და უხეშობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში თავი საკუთარ სახლში ჰგონიათ და კონცერტებს აწყობენ: ზოგი ყვირის, ზოგი ხარხარებს. არავის არაფერს ვუშლი, მაგრამ ყველაფერს ზრდილობა, კულტურა და ნორმა უნდა.

მარი კაცია: – ვიტყოდი, რომ გახსნილები არიან, რაც მათ ქცევებში  გამოიხატება.  დღევანდელ ახალგაზრდებს  უფრო მეტი საშუალება აქვთ წარმატების მისაღწევად და ვფიქრობ, რომ თავიანთი საქმისთვის იმას აკეთებენ, რაც საჭიროა. ეს ყველაფერი კი დოზირებული უნდა იყოს და არა გადამეტებული. წარმატებული კარიერისთვის ყველაფერი არ უნდა იკადრონ. მიხარია, რომ დღეს კარიერას უფრო მეტ დროს უთმობენ და  საქმეზე უფრო მეტს ფიქრობენ ვიდრე, ნაადრევ ასაკში, ოჯახის შექმნაზე. ადრე კი პირიქით იყო – ჯერ იყო ოჯახი და შემდეგ კარიერა. კარგია, რომ ეს სტერეოტიპი დაინგრა. ახლა ჯერ რაღაცას უნდა მიაღწიო და ამის შემდეგ იფიქრო ოჯახის შექმნაზე.

შორენა ღვაჩლიანი

226 ნახვა
Tags
Share

About Author

შორენა ღვაჩლიანი

შორენა ღვაჩლიანი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2014
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031