მედიაციის თემაზე გამოცხადდა კონკურსი სტუდენტებისთვის

მედიაციის ცენტრი საქართველოში სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენციაში:  “მედიაცია, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება” მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტის, ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

საკონკურსო ნაშრომების მიღებისა და რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი. შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში:  “მედიაციის განვითარება საქართველოში: პერსპექტივა და გამოწვევები”,  რომელიც გაიმართება 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს მედიაციის ცენტრის და პოლონეთის მედიაციის ცენტრის ორგანიზებით.

პროექტის : “მედიაცია საქართველოში – კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტური დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი”, ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „დემოკრატიის ხელშეწყობა“ მხარდაჭერით.

პროექტს ახორციელებენ “მედიაციის ცენტრი” და “მეგობრობის ხიდი – ქართლოსი” პოლონელ პარტნიორებთან ერთად „პარტნიორები პოლონეთი“.

საკონკურსო თემა უნდა იყოს შემდეგი სახის:

სრული ტექსტი 4-6 გვ. (თავფურცელის ჩათვლით);
შრიფტი: Sylfaen;
ხაზებს შორის დაშორება-1.5;
შრიფტის ზომა-12

საუკეთესო ნაშრომების ავტორები კონფერენციაზე წარადგენენ მაქსიმუმ 15 წუთიან პრეზენტაციას. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართება დისკუსია განხილული თემის გარშემო.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

კონფერენციის ბოლოს, ჟიურის მიერ აირჩევა 3 საუკეთესო პრეზენტატორი რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო:

1-ლი ადგილი: 500 ლარი;
მე-2 ადგილი: 350 ლარი; 
მე-3 ადგილი : 200 ლარი.

გაიცემა სამი სახის სერთიფიკატი: მონაწილის (ვინც მხოლოდ გამოგზავნა აპლიკაცია, მაგრამ არ აირჩა) კონფერენციაზე თემის წარმდგენელის და გამარჯვებულის (1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილის მქონე). რომლებიც დასაჩუქრდებიან “საქართველოს მედიაციის ცენტრის და პოლონეთის მედიაციის ცენტრის” მიერ გამოცემული წიგნებით.

საკონკურსო თემა უნდა გამოიგზავნოს 6 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@mediacia.org.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: megibibiluri@gmail.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები