IT მხარდაჭერის პრაქტიკანტის ვაკანსია თბილისში და რეგიონებში

შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: IT მხარდაჭერის პრაქტიკანტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთი, აჭარა, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი

ჩვენ ვთავაზობთ:

პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
პროექტის ხანგრძლივობა 1-დან 3 თვემდე;
პრაქტიკანტობის განმავლობაში კანდიდატი მიიღებს ანაზღაურებას 100 ლარის ოდენობით;
სამუშაო გრაფიკი – კვირაში 3-4 დღე სრული სამუშაო განაკვეთით.

მთავარი მოვალეობები:

დაეხმაროს კრედოს თანამშრომელს კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამების საკითხებში, კერძოდ: ინტერნეტის გამართულად მუშაობაში, პრინტერის შეერთებასა და დრაივერების დაყენებაში სხვა წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში.
გაუმართაობის შემთხვევაში, ჩაატაროს დიაგნოსტიკა და დაგეგმოს შესაბამისი და დროული შეკეთება;
იმოგზაუროს ადგილობრივი მასშტაბით აქციის ფარგლებში წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

კომპიტერული მეცნიერებების ან მსგავს სფეროში განათლება, ასევე განიხილება ბოლო კურსის სტუდენტი;
კომპიუტერული პროგრამებისა და კომპიუტერული ნაწილების ცოდნა;
MS Office კარგი ცოდნა;
სტრესულ და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
შეეძლოს ადგილობრივი მასშტაბით მოგზაურობა:
სასურველია მოქმედი მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ყოლა.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა ან გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: recruitment@credo.ge ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 31 ოქტომბერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები