Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 საოცარი ოფისი, საიდანაც გამოსვლა არ მოგინდება :)

10 საოცარი ოფისი, საიდანაც გამოსვლა არ მოგინდება :)
October 21
10:44 2014

დიდია კომპანია თუ არც თუ ისე დიდი, ყოველთვის კარგია, როდესაც თანამშრომები სამუშაო ადგილზე თავს კარგად  გრძნობენ .

მაგრამ არსებობენ კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებული კრეატიულობით, განსხვავებული ძალისხმევით ეკიდებიან ამ საკითხს და მათ შორის ბევრი კომპანიის საქმიანობის სფერომ თავისი სერიოზულობით შეიძლება მართლა გაგაოცოთ!

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

მსოფლიოში მრავალი კომპანიაა განსხვავებული დიზაინის მქონე ოფისებით, მაგრამ ჩვენ გამოვყოფთ მათ შორის 10 კომპანიას. ეს არის კომპანიები,  სადაც ალბათ ნამდვილად მუშაობენ საოცარი, კრეატიული იდეების გენერეტორები, ნოვატორები, „სუპერ ვორკოჰოლიკები“ , ლიდერები, თავის საქმეში შეყვარებული ადამიანები, აბა სხვანაირი ამ გარემოში ვერც იქნები  🙂

რამოდენიმე ძალიან საინტერესო და ლამაზი ოფისი:

FACEBOOK (კალიფორნია)

Facebook

ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სამუშაოდ და გასართობად. კომპანია გამუდმებით ატარებს გამოკითხვას თანამშრომლებს შორის, რა თქმა უნდა თემაზე : „ კიდევ რას ისურვებდით თქვენი ოფისისთვის?“

facebook1

სამუშაო გარემო აქ განსაკუთრებულია- ეს არის თანამედროვე და მოსახერხებელი კომპლექსი, უზარმაზარი ღია სივრცით სამუშაოდ და სარელაქსაციოდ.

facebook2

 

Vodafone (პორტუგალია)

vodafone

ეს ოფისი არის Vodafone Group-ის ქვედანაყოფი- კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც დაარსდა 1992 წელს.

vodafone1

შენობა დააპროექტეს Architects Barbosa Guimaraes-ს სპეციალისტებმა.  არაპროგნოზირებადი სამკუთხა ხაზები და კუთხის ინტერვალები ამ ოფისის სავიზიტო ბარათს წარმოადგენენ.

vodafone2

Skype (სტოლჰოლმი, შვედეთი)

skype

კომპანია Skype-ის  დიდი და ნათელი ოფისი გამოირჩევა განუმეორებელი დიზაინით. იატაკის ზედაპირის მოხატულობა მოგაგონებთ მზის ანარეკლსა და ჩრდილების მონაცვლეობას. ამას ავსებს მსგავსი დიზაინის განათება და ავეჯი.

1cb6845e6852b7c43251875a8b550dd4

skype1

skype2

Red Bull, (სოხო,ინგლისი)

red bull

Red Bull-ის ლონდონური ოფისი წარმოადგენს 5 ძველ პაბს გაერთიანებულს ერთ შენობად, ის მდებარეობს რაიონ სოხოში. აქ მუშაობს 100 თანამშრომლამდე, რომელთა უმრავლესობის ასაკი 20-დან 30 წლამდეა.

red bull1

აქ ვერ ნახავთ ჩვეულ საოფისე ოთახებს. მთელი ოფისი მოწყობილია დასასვენებელი ოთახის სტილში. აქ შეიძლება იპოვოთ ძველი სახლების ნიშნები და რეცეპცია, რომელიც საღამოს იცვლის სახეს და გარდაიქმნება ბარად.

red bull2

YouTube (სან ბრუნო, კალიფორნია)

TUBE

ოფისი, სადაც მუშაობენ  YouTube-ის სპეციალისტები, წარმოადგენს დიდ კომპლექს, სადაც შესაძლებელია დაისვენოთ და მოიხსნათ ყოველგვარი დაძაბულობა. აქ მრავლადაა ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება წაიხემსოთ, ითამაშოთ, იცურაოთ, ივარჯიშოთ ტრენაჟორებზე და მრავალი სხვა.

TUBE1

ეს არის ადგილი, სადაც ბიზნესი და სიამოვნება გაერთიანებული ერთ ჭერქვეშ, რომ თანამშრომლები დასვენების მერე დაუბრუნდნენ სამუშაოს ახალი იდეებით.

TUBE2

ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება გაერთო და დაკავდე სპორტით 🙂

TUBE3

TUBE4

TUBE5

Dreamhost (კალიფორნია, აშშ)

HOST

აქ შესაძლებელია ნახოთ ინდივიდუალური და ჯგუფური დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილები. თანამშრომლებს აქ შეუძლიათ მაგალითად ითამაშონ ჩოგბურთი, ჩამოსასრიალებელი ბილიკით გადააგილდნენ ერთი სართულიდან მეორეზე და არ თქმა უნდა წაიხემსონ.

HOST1

თითქმის მთელი ოფისი უზარმაზარი ფანჯრების წყალობით განათებულია დღის შუქით . არატრადიციული, მხიარული ინტერიერი ავსებს აქ მომუშავე პერსონალს დადებითი ემოციებით.

HOST2

Google (ციურიხი, შვეიცარია)

GOOGLE

არავისთვისაა საიდუმლო, რომ   Google- ეს არის მდიდარი, პრესტიჟული კომპანია, სადაც ძალზე საინტერესოა მუშაობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. სწორედ, ამიტომ ეს კომპანია ქმნის სამუშაო ადგილებს თანამშრომლებისთვის, სადაც შესაძლებელია არამხოლოდ ნაყოფიერი მუშაობა, არამედ დასვენება და გართობა

GOOGLE1

საკუთარი ოფისების დიზაინს კომპანია უდგება განსაკუთრებული ყურადღებითა და კრეატიულობით- რადგანაც თანამშომლებმა შეძლონ მაქსიმალურად გამოავლიანონ თავის შესაძლებლობები საუკეთესო პროდუქტების შესაქმნელად.

google2

google3

google4

Macquarie Bank (ლონდონი, ინგლისი)

bank

ეს არის ავსტრალიური მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი, რომელიც დაარსდა 1969 წელს. მისი ექვსსართულიანი სათავო ოფისი განლაგებულია სიდნეიში. ოფისის მთლიანი ფართობი იკავებს თითქმის 18500 კვ. მეტრს.

bank1

ოფისის დიზაინი შექმნილია ბრიტანული ფირმის ARUP-ის  მიერ. წითელი კიბეები და შუშის კედლებით ის აბსოლუტურად განსხვავებულია.

bank2

bank3

DTAC (ბანგკოკი, ტაილანდი)

dtac

სატელეკომუნიკაციო კომპანია Total Access Communication Public Company Limited, ასევე ცნობილია როგორც  DTAC. ის წარმოადგენს სიდიდით მეორე GSM პროვაიდერს ტაილანდში. კომპანიის კონცეფციაა „ითამაშე და ასწავლე“, სწორედ ამიტომ ამ იდეის ერთ-ერთი გამომხატველია სწორედ მისი 22 სართულიანი საოფისე შენობა.

dtac2

აქ შესაძლებლია იპოვოთ ამფითეატრის ფორმის დიდი ბიბლიოთეკა, მთელი სპორტული სართული- ტრენაჟორებით, სარბენი ბილიკებით, ჩოგბურთით და ასევე სპეციალური ადგილი კონცერტების გასამართავად.

dtac4

იმისთვის, რომ თანამშრომლებმა დაისვენონ და დაუბრუნდნენ სამუშაოს შთაგონებულნი, ოფისში შექმნეს „სასაუბრო კუთხე“, ოთახი „საპიკნიკე“ მაგიდებით. ოფისის ზედა ნაწილში კი მოწყობილია უზარმაზარი ტერასა, საიდან იშლება ხედი მთელ ბანკოკზე.

dtac5

dtac6

BBC North (საგრაფო დიდი მანჩესტერი, ინგლისი)

bbc

ეს კი კომპანია BBC-ის 21-ე საუკუნის ოფისია, სადაც დაცვის თანამშრომლებიც კი გადადგილდებიან Segway-ის სკუტერებით. აქ, ფუტურისტულ ადგილას განლაგებულია უზარმაზარი ნეონის „ბორბლები“, სადაც შესაძლბელია დაისვენოთ და მიეცეთ ფიქრს.

bbc1

ოფისის ფართობი შეადგენს 31500 კვ. მეტრს, რომლის დიზაინზე მუშაობდა ბიურო ID:SR.  აქ გამოყენებულია ოფისების შექმნის უახლესი ტექნოლოგიები.

bbc2

Bahnhof (სტოკჰოლმი, შვედეთი)

banh

ამ ინტერნეტ-პროვაიდერის ოფისი განლაგებულია ყოფილ ნაღმსაცავში. კომპანიის მფლობელთა გადაწყვეტილებით დიზაინი უნდა შესრულებულიყო სამეცნიერო ფანტასტიკის სტილში, რომელიც განახორციელა არქიტექტურულმა ბიურომ Albert France-Lanord Architects.

banh1

შიგნიდან ოფისი მოპირკეთებულია მასიური, დაუმუშავებელი ქვით, ორგანული გრანიტით და აგრეთვე ჰაი-ტექ-ის სტილის განათებით.

banh2

banh3

 

1,328 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2014
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031