ავტოგასამართი სადგურის კლიენტთა მომსახურების ოპერატორის ვაკანსია

“გალფ ინტერნეიშენალის” ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში – “სან პეტროლიუმ ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას კომპანიის საცალო ქსელში ავტოგასამართი სადგურის კლიენტთა მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მარნეული, ზუგდიდი, კახეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონები

მოვალეობები:

მომხმარებლისთვის ყველა საჭირო მომსახურების გაწევა (საწვავის ჩასხმა ავტომობილში, საქარე მინის გაწმენდა და სხვა);
სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ოპერაციების შესრულება;
რეალიზებული პროდუქციიდან მიღებულ თანხაზე სრული პასუხისმგებლობა;
მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
კომპანიაში არსებული მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის მკაცრად ზედმიწევნით დაცვა.

მოთხოვნები:

დისციპლინირებულობა;
თავაზიანობა;
ენერგიულობა;
პუნქტუალობა/მოწესრიგებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სასურველია რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: career@gulf-ge.com; 2014 წლის 30 ნოემბრამდე;

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები