სტუდენტური ქალაქების გიდი: ედინბურგი

სტუდZona

ედინბურგი ძალიან პოპულარული ქალაქია იმ სტუდენტებს შორის, რომელთაც სურთ ისარგებლონ დიდი ქალაქის ყველა უპირატესობით. შოტლანდიის დედაქალაქი კომპაქტური, მრავალკულტუროვანი და განსაცვიფრებელი პეიზაჟების მქონე ქალაქია, რომელშიც აქტიური ღამის ცხოვრების გარდა, მეტად მრავალფფეროვანი ბარები, კაფეები თუ მაღაზიებია.

ღამის ცხოვრება

G+Casino+Dundee+Gaming

ედინბურგში შაბათ-კვირას ბარებში სასმელების ფასები იმატებს, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სტუდენტები ძირითადად, კვირის სხვა დღეებში იკრიბებიან ხოლმე. გარდა ამისა, შოტლანდიის კანონმდებლობით, ბარები ღამის 3 საათზე იკეტება, გარდა Fringe Festival-ის დღეებისა, როცა ეს ზღვარი 5 საათამდე გადაიწევა.

აქ სტუდენტებისათვის უამრავი ძალიან პოპულარული ღამის კლუბია, რომლებიც მათ საუკეთესო ფასებს სთავაზობენ სასმელებზე.

როკისა და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებს ელოდებათ ისეთი ცნობილი ბარები როგორებიცაა: The Liquid Room, The Hive, Sneaky Pete და სხვა… The Hive სასმელებს 1 ფუნტადაც კი თავაზობს სტუდენტებს და იზიდავს მათ თავის მიწისქვეშა ლაბირინთში.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]
პოპის, რეტროსა და ჰაუსის მოყვარულებს მასპინძლობს: HMV Picture House, City Chart, GHQ…

ედინბურგის ისეთი კლუბები, როგორებიცაა The Bongo Club, The Lane, The Caves და სხვები ხშირად მასპინძლობენ ცნობილ DJ-ებსაც.

დღის ცხოვრება

Why, yes indeed, there's a shop for that.

ედინბურგი გამოირჩევა არაერთი შესანიშნავი რესტორნით, რომლებიც სავსებით შეესაბამება სტუდენტების ბიუჯეტს. ასეთებია: El Barrio – ლათინური სამზარეულო უზარმაზარი ულუფებით მშიერი სტუდენტებისათვის; The Mosque Kitchen – იაფი და „გემრიელი“ ადგილი ახალგაზრდებისათვის; Elephants and Bagels – სტუდენტებს იზიდავს ლანჩის საათებში უფასო wifi-თ, ჯანსაღი და ნოყიერი საკვებით; და არაერთი სხვა… აქ ასევე შეხვდებით შედარებით მაღალფასიან რესტორნების ქსელებსაც, როგორებიცაა Bella Italia, Jimmy Chung’s, Prezzo and Gusto.

ედინბურგში ასევე არაერთი შოპინგ-ცენტრია, რომლებიც მუდამ სავსეა ახალგაზრდობით: Gyle Shopping Centre, St James Shopping, Care…

ედინბურგის ისტორია და კულტურა მის ღირსშესანიშნაობებში აისახება: The Royal Mile, Scott’s Monument, Princes Street Gardens და სხვანი…

საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად

4_flat_in_edinburgh_for_rent_99940973959194338

ედინგბურგში უამრავი სტუდენტური ბინაა, ამიტომ, საცხოვრებლის პოვნა არ გაგიჭირდებათ. თუმცა, მოთხოვნაც დიდია საუკეთესო ბინებზე, რის გამოც, თუ რომელიმე ადგილი მოგეწონათ, უნდა იჩქაროთ კიდეც.

University of Edinburgh-ის პირველკურსელთათვის, ედინბურგში არის საცხოვრებლები თვითმომსახურებით: Frasiers Court, Kincaids Court, Sciennes და Hermits Croft.

ასევე, აქ უამრავი კერძო სახლია და ჩვეული მოვლენაა 5-6 სტუდენტის ერთ სახლში ცხოვრება, სადაც საშუალო ფასი თითოეულისათვის კვირაში დაახლოებით 90 ფუნტი გამოდის.

წყარო: www.savethestudent.org

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები