,, ფაქიზად ვიღებ ყველა აკორდს, შენთვის დაწერილს…“

სტუდენტური შემოქმედება

xatia4

ამბობენ, ხელოვნება ადამიანის შინაგანი სამყაროს იმ ნაწილის გამოხატულებაა, რომელიც სხვა საშუალებებით ვერ გამოვლინდებაო… შესაძლოა, გამოვლინდეს კიდეც , თუმცა არა – ასე ლამაზად.  ,,ხელოვნება  სულზე კვალად დაჩნეული სიხარულისა თუ ტკივილის ანარეკლია.’’

xatia2

ხატია დაშნიანის შემოქმედებას  სიყვარული ასაზრდოებს- ,,ჩემს სისხლს ფერები სიყვარულის გადააქვს გულთან…’’- სიყვარული ღვთისა და ადამიანების მიმართ.

ხატვა პირველი კლასიდან დაიწყო, შემოქმედებითი აზროვნების უნარი კი  მას შემდეგ განუვითარდა, რაც მიხვდა , რომ მის გარშემო გარკვეული სახის სტანდარტებს  ,,ჩარჩოებს“ ქმნიდნენ და მათი დამორჩილებისკენ მოუწოდებდნენ.

,,დავიწყე ფიქრი თავისუფლებასა და ჭეშმარიტ ღირებულებებზე. ვცდილობდი გამეგო, რა იყო ცხოვრებაში მთავარი.’’

ახლა  მესამე კურსზეა, სამხვატვრო აკადემიაში სწავლობს, თუმცა შემოქმედებით ზრდას სასწავლებელს არ უკავშირებს.  ამბობს, რომ უნივერსიტეტში ბევრი პრობლემაა და ამის საშუალება არ ეძლევა. ,,მხოლოდ ერთხელ, პირველ კურსზე მოიწვიეს  ცნობილი დიზაინერი  ჩუბიკა…

ეს მართლა საოცრება იყო. ნამდვილი შემოქმედია და ჩვენზე დიდი გავლენა იქონია. სამწუხაროდ, მალევე გაუშვეს აკადემიიდან, რადგან შემოქმედებითი ადამიანები  არ სჭირდება სამხატვროს.’’-ამბობს ხატია.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

ხელოვნება მისთვის ერთგავრი მედიტაციაა, რომელიც საკუთარი ,,მე-ს’’ შემეცნებაში ეხმარება.   ხატიას ნამუშევრების უმრავლესობა კი შემდეგი პრინციპით იქმნება: ,, მე კი არ მიწევს რაიმეს ჩადება მათში,  არამედ ის (შემოქმედებითი ნიჭი) თავად მაძლევს საფუძველს, სწორად წარვმართო ჩემი ემოცია, მქონდეს აგრესია, მაგრამ დავტოვო იქ, სადაც ჩემი ფუნჯის მონახაზი მთავრდება.’’

xatia5

საკუთარ შემოქმედებას პატარა სამოთხეს უწოდებს (,,რადგან ხშირად არის მასში ღმერთი’’), რომელიც ნეგატიური ტალღების უკუგდებასა და უარყოფითი ენერგიისაგან გათავისუფლებაში ეხმარება.,,ადამიანის გულის წიაღში შუქის გაგზავნა-ეს არის ხელოვნება’’- ეს გერმანელი კომპოზიტორის, პიანისტისა და მუსიკათმცოდნის  ალექსანდრე რობერტ შუმანის სიტყვებია.

ხატია დაშნიანის ,,მეორე სამყაროც’’ სწორედ ამას ისახავს მიზნად. ,, ხელოვნება სულის გამოძახილია,რომელსაც ფრთები უნდა შეასხა,რომ გაფრენა შეძლოს.უბრალოდ, შეიძლება რაღაცები ამოიღო ცალკე დეტალებად და განუმარტო სხვებს’’-ამბობს ის.ახლა გამოფენებში მონაწილეობას იშვიათად იღებს, თუმცა ერთ-ერთი ნამუშევრის შექმნას   სწორედ მას უკავშირებს.

xatia3

ანგელოზის მხრებზეეს სკულპტურა გამოფენის ,,პიროვნება’’ ფარგლებში შექმნა. ,,ადამიანი თვითონვე ქმნის თავის პიროვნებას, მას ყველა რესურსი და შესაძლებლობა აქვს ამისთვის’’- ამბობს ხატია მის შესახებ.

საკუთარი ნამუშებრებიდან ერთ-ერთ ნახატს გამოარჩევს  სახელად  ,,ანგელოზის მხრებზე’’ .

ის ხატიას ცხოვრების იმ პერიოდში შეიქმნა, როდესაც სულიერად ძალიან უჭირდა  და მთელ იმედს ღვთიურ ძალებზე ამყარებდა. სწორედ მაშინ დარწმუნდა, რომ რაც უნდა ცუდად იყოს ადამიანი, ანგელოზი მის მხარესაა. ყველაფერი ადამიანის გაძლიერებასა და სულირ ზრდას ისახავს მიზნად, ეს გახდა მისი შთაგონების წყაროც.

დღეს კი ღრმად სწამს, რომ ,,ყველას აქვს შინაგანი სამყარო და შეუძლია ერთი ნოტის დაკვრა, ერთი ხაზის გავლება… შეიძლება ხელოვანი ფილოსოფოსი არ იყოს, მაგრამ ახლოს უნდა იდგას მასთან, იგი მოაზროვნე უნდა იყოს.’’

xatia7

ავტორი ანი ბოჭორიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები