Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

უცხოეთში სტაჟირების პროგრამა ბათუმელი ახალგაზრდებისთვის

უცხოეთში სტაჟირების პროგრამა ბათუმელი ახალგაზრდებისთვის
October 29
12:53 2014

ბათუმელი ახალგაზრდებისთვის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროგრამას “უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობა”, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების პროფესიულ სტაჟირებას და გადამზადებას სარესტორნო მომსახურების, სასტუმრო მომსახურებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე თურქეთსა და შვეიცარიაში.

პროექტის მიზანია სტაჟიორთა კვალიფიკაციის ამაღლება, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა კადრების მომზადება.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს პროფესიული ან უმაღლესი განათლება, ფლობს ერთ უცხო ენას მაინც და მერიაში წარადგენს იმ ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემულ მოწვევას, სადაც უნდა გაიაროს სტაჟირება.

სტაჟირების მსურველს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:

ა) მგზავრობა;

ბ) ვიზა;

გ) დაზღვევა;

სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 თვეს. სტაჟირების დასრულებიდან 2 თვის მანძლზე სტაჟიორმა მერიაში უნდა წარადგინოს სტაჟირების პერიოდის ამსახველი მასალები (მათ შორის სტაჟირების სერტიფიკატი და წერილობითი ანგარიში).

სტაჟიორთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ორ ეტაპს:

ა) დოკუმენტების მიღება – პირველი ეტაპი;

ბ) დოკუმენტების განხილვა და გასაუბრება – მეორე ეტაპი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების მსურველმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შევსებული სააპლიკაციო ფორმა;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) საერთაშორისო პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი;

დ) მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმეტი;

ე) სამოტივაციო წერილი;

ვ) სარეკომენდაციო წერილი;

ზ) იმ ორგანიზაციის /დაწესებულების მიერ გაცემული მოწვევა, სადაც სტაჟირების მსურველმა უნდა გაიაროს პრაქტიკა (მოწვევაში მითითებული უნდა იყოს სტაჟირების დაწყებისა და დასრულების პერიოდი);

თ) 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4);

ი) ინფორმაცია, იმ ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, რომელსაც სტაჟიორი სტაჟირებისას მიიღებს.

დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტი უნდა იყოს ნათარგმნი და ნოტარიულად დადასტურებული.

დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით (PDF ფაილის სახით).

არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კომისია არ განიხილავს სტაჟირების მსურველის განაცხადს.

განაცხადების მიღება იწარმოებს ყოველი თვის პირველი სამუშაო დღიდან თვის ბოლო სამუშაო დღის ჩათვლით 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე.

კომისია შემოსულ განაცხადებს განიხილავს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს აცნობებს განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
საკონტაქტო პირი:ლამზირა ბოლქვაძე
ტელ: 24-82-94
ელ.ფოსტა: bolqvadzelamzira@gmail.com

331 ნახვა

About Author

curly

curly

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2014
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031