Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მოახლოვდა შუალედური გამოცდები! მე ვიცი როგორ …

მოახლოვდა შუალედური გამოცდები! მე ვიცი როგორ …
October 30
01:53 2014

და აი ისიც , მოახლოვდა შუალედური გამოცდები. სტუდენტების უმრავლესობას უმძიმს სიტყვა ‘’გამოცდის’’ გაგონება, მაგრამ ეს სტუდენტური რეალობაა, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით. ვფიქრობ, დროა დავიწყოთ აქტიური ფსიქოლოგიური და გონებრივი მზადება, რათა წარმატებულად გადავლახოთ ეს არცთუ ისე დიდი დაბრკოლება.

მე მინდა დაგეხმაროთ და მოგცეთ რამდენი დარიგება, რათა თქვენი ცოდნა ეფექტურად მიიტანოთ გამოცდამდე.

დარიგება 1 .

კარგად ისწავლე მასალა ,რადგან ვერანაირი მისტიური ძალა ვერ დაგეხმარება წარმატებულად ჩააბარო გამოცდა, თუკი არ გაგაჩნია საკმარისი ცოდნა, საგამოცდო მასალის შესახებ. (გადაწერით და სხვისი დახმარებით მიღწეული შედეგი შენს პირად წარმატებად არ ითვლება და ის მხოლოდ დროებითია)

დარიგება 2.

მეცადინეობის დაწყებისთანავე გამოყავით ის მასალა, რომელიც გიჭირთ და გასამეორებლად დიდი დრო დაგჭირდებათ. დაიწყეთ ადვილი საკითხებიდან. განსაზღვრე დაახლოებით რამდენი დრო დაგჭირდება თითოეული თემის მოსამზადებლად და ეცადე, გართობის ხარჯზე არ დაუთმო იმაზე მეტი დრო აღნიშნული მასალის მომზადებას, ვიდრე ეს რეალურად საჭიროა

დარიგება 3.

ისარგებლეთ სტიკერებით. სასწავლი მასალა პუნქტებად ჩამოწერეთ სტიკერებზე და გააკარით თქვენს სამუშაო მაგიდასთან. თითოეული შესრულებული დავალების შემდეგ, ჩამოხსენით ის და აჩუქეთ სანაგვე ურნას. ეს მეთოდი აგიმაღლებთ სამუშაო მოტივაციას და კმაყოფილების შეგრძნებასაც გამოიწვევს თქვენში.

დარიგება 4.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. აირჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც არ არის ტელევიზორი, კომპიუტერი ან სხვა რაიმე ნივთი, რომელიც ყურადღებას გადაგატანინებთ. შეიქმენით მაქსიმალურად მშვიდი ატმოსფერო.

დარიგება 5.

ჭამეთ შოკოლადი , დალიეთ ჩაი და მჟავე წვენები. ეს თქვენ გონებრივი შრომისუნარიანობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

დარიგება 6.

გამოცდის წინა დღეს, დილით, გადაიმეორეთ ყველაზე ძნელი საკითხები. უმჯობესია მომზადება 17-18 საათით დაასრულოთ, რადგან გამოცდილება მოწმობს , რომ გამოცდის წინა ღამეს დაზეპირებულ მასალას ადამიანი ნაკლებად იმახსოვრებს.

დარიგება 7.

გამოცდის წინა საღამოს უმჯობესია რაიმე დამამშვიდებელ საქმიანობას მიჰყოთ ხელი. მაგალითად, გაისეირნოთ მეგობართან ერთად, დაკავდეთ სპორტით, ნახოთ გასართობი და იუმორისტული გადაცემები. ცნობილია, რომ სიცილი ხსნის სტრესს და ამაღლებს შრომისუნარიანობას .

დარიგება 8.

დაწექით ადრე და გამოიძინეთ კარგად!

დარიგება 9.

არავითარ შემთხვევაში არ მიხვიდეთ გამოცდაზე მშიერი. სასურველია თუ ჭამას გამოცდამდე 1-1.5 საათით ადრე მორჩებით.

დარიგება 10.

გამოცდის წინ შიშის დასაძლევად არ გამოიყენოთ სამედიცინო პრეპარატები, სამედიცინო პრეპარატი მხოლოდ კი არ დაამშვიდებს გამოცდაზე გასულს, არამედ, იმავდროულად, ყველა რეაქციას, მათ შორის -აზროვნების პროცესსაც, დაამუხრუჭებს.

დარიგება 11.

ნუ წაიღებთ გამოცდაზე სახელმძღვანელოებს იმ იმედით ,რომ მის დაწყებამდე სადმე მოსაცდელსა თუ დერეფანში კიდევ მოასწრებთ გადამეორებას. სამწუხაროდ, ამას სასურველი შედეგი არ მოაქვს, პირიქით გონებაში ქაოსს იწვევს და შიშს უფრო ამძაფრებს .

დარიგება 12.

რაც მთავარია იყავით თავდაჯერებულები, საკუთარი თავის რწმენის გარეშე ადამიანი უფრო დაბალ შეფასებას იღებს, ვიდრე იმსახურებს.

გისურვებთ წარმატებებს! 🙂

ნიკოლოზ ყანჩაველი

852 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2014
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031