ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სტაჟიორის პოზიციაზე

დასაქმება

კონსტიტუციის 42-ე მუხლი” არის უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, საერთშორისო სამართლით აღიარებული სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, სახელმწიფო პოლიტიკისა და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ეფექტური სამართალწარმოების, სამიზნე ჯგუფების გაძლიერების, სამოქალაქო მონიტორინგის, კვლევისა და ანალიზის და სამართალშემოქმედებით ინიციატივებში მონაწილეობის გზით.

ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სტაჟიორის პოზიციაზე. სტაჟირება არის არაანაზღაურებადი და გრძელდება 3 თვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
აუცილებელია დაინტერესება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში;
გენდერული საკითხებით დაინტერესება;
სასურველია ფოტოგადაღების ელემენტარულ დონეზე ცოდნა;
საოფისე პროგრამების ფლობა;
ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
სასურველია ბლოგის მართვის გამოცდილება.

შესასრულებელი სამუშაო:

საზოგადოების ურთიერთობის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
ბლოგების წერა;
ფოტო და ვიდეო გადაღება;
ორგანიზაციის სოციალური ქსელების მართვაში მონაწილეობა.

პიროვნული თვისებები:

კრეატიულობა;
მოტივირებული;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კომუნიკაბელურობა;
ჯგუფური მუშაობის უნარი.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ჰუმანიტარული განათლებით.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, მ. ქანთარიას 11, ან გამოაგზავნოთ ელ.ფოსტის მეშვეობით:vacancy@article42.ge არაუგვიანეს 2014 წლის 7 ნოემბრის 18:00 საათისა. გთხოვთ, სათაურის ზოლში მიუთითოთ PR-Intern.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები