Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

შთაგონების წყარო: 16 საუკეთესო ფილმი უნივერსიტეტზე. ნაწილი 1

შთაგონების წყარო: 16 საუკეთესო ფილმი უნივერსიტეტზე. ნაწილი 1
November 06
13:48 2014

დაიღალეთ  დოკუმენტების მოგროვებით? არ იცით როგორ მოახდინოთ შთაბეჭდილება მიმღებ კომისიაზე? არ იცით როგორ დაწეროთ სწორად სამოტივაციო წერილი? უკვე ისე აღარ ხართ დარწმუნებული, რომ ზუსტად ეს გჭირდებათ? უყურეთ დღეს საღამოს კარგ ფილმს. სწორედ ამ თემაზე.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

ოცდაერთი (21)

2_1369422388_16500

ტიპიური სიტუაცია: ნიჭიერ სტუდენტს ღებულობენ ჰარვარდში, მაგრამ სრული დაფინანსების მისაღებად, მან უნდა გააკეთოს საკუთარი უნიკალური გამოცდილების დემონსტრირება, რომელიც განასხვავებს და უპირატესობას მისცემს მას სხვა სტუდენტებთან შედარებით.  თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა წელს სტიპენდია მოიგო ემიგრანტმა კორეიდან, რომელსაც არ ქონდა ცალი ფეხი, ამოცანა არც თუ ისე მარტივია. მაგრამ სტუდენტს გაუმართლებს- ის შეამჩნია მათემატიკის მასწავლებელმა და შესთავაზა უცნაური გარიგება… თუ გაწვალებთ კითხვა, რა დაწეროთ და როგორ მოახდინოთ შთაბეჭდილება მიმღებ კომისიაზე- უყურეთ ამ ფილმს აუცილებლად.

 

ჭკვიანი უილ ჰანტინგი (GOOD WILL HUNTING)

3_sjhtybab865wkr832o2t

კიდევ ერთი შესანიშნავი ფილმი ნიჭიერ მათემატიკოსზე, ამერიკელი სტუდენტებისა და  ლექტორების ურთიერთობაზე.  ის გამორჩეული ინტელექტუალური უნარის პატრონია, ის მუშაობს დამლაგებლად მასაჩუსეტის უნივერსიტეტში და ერთ დღეს შემთხვევით მისი არსებობის შესახებ შეიტყობს მათემატიკის პროფესორი. ამ ფილმის შემდეგ ბენ აფლეკი და მეტ დეიმონი გახდნენ მსოფლიო კინემატოგრაფიის ვარსკვლავები.

 

სოციალური ქსელი (THE SOCIAL NETWORK)

4_1369423580_25553

ცნობილი მსოფლიო ქსელის Facebook-ის  შექმნის ისტორიის გარდა, ფილმი შესანიშნავი დემონსტრირებაა გასნხვავებული სოციალური ჯგუფებისა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში (ჰარვარდი, აშშ). ასევე დახურული კლუბების  მნიშვნელობაზე.

 

ადამიანი,რომელმაც ყველაფერი შეცვალა (MONEYBALL)

4_1369423580_17722

არატრივიალური ისტორია ბეისბოლის გუნდზე მოგვითრობს (ბრედ პიტის შესანიშნავი შესრულების დახმარებით) აშშ-ს ბეისბოლის კლუბების მენეჯმენტზე, კონკურენციაზე და გუნდებს შორის სპორტული სტიპენდიების განაწილების რეალურ სურათს.

 

მეკობრეები სილიკონის ტრამალიდან (PIRATES OF SILICON VALLEY)

5_anthony-michael-hall

კომპიუტერული გენიოსების- ბილ გეითსის და სტივ ჯობსის მიერ მსოფლიოს დაპყრობის ისტორია. ორივემ სწავლა დაინწყო აშშ-ს საუკეთესო უნივერსიტეტებში და პირველი კურსზე მიატოვეს ის. რევოლუცია მოხდა მაშინ, როდესაც ამას არავინ ელოდა.

 

მკვდარი პოეტების საზოგადოება (DEAD POETS SOCIETY)

6_1369423923_83862

ფილმა მიიღო ოსკარი საუკეთესო, ორიგინალური სცენარისთვის. მთავარი როლი შესანიშნავად ითამაშა რობინ უილიამსმა. ფილმი მოგვითხრობს კოლეჯის ინგლისურის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელზე, რომელმაც სწავლების არასტანდარტული მეთოდებით შთააგონებს თავის მოსწავლეებს იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში.

 

მე-60ტრასა (INTERSTATE 60: EPISODES OF THE ROAD)

7_interstate-60-episodes-of-the-road-original (1)

თუ თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ- უნივერსიტეტი თუ სპეციალობა, მაშინ ეს ფილმი ნამდვილად თქვენთვისაა. ფილმმის მთავარ გმირზე ზეწოლას ახდენს მდიდარი მამა, რომელიც აიძულებს მას ჩააბაროს პრესტიჟულ იურიდიულ კოლეჯში. მომავალი იურისტი კი  ოცნებობს, რომ გახდეს მხატვარი. მას გაუმართლებს, როდესაც გაემგზავრება  მისი ცხოვრების წარმოუდგენელ მოგზაურობაში – ტრასით, რომელიც არ არსებობს.

 

შვიდი ფსიქოპათი (SEVEN PSYCHOPATHS)

8_1369423923_63280

ფილმი არ მოგვითხრობს უნივერსიტეტზე- მაგრამ ნამდვილად არის შთაგონების წყაროზე! გინდათ გახდეთ მწერალი ან სცენარისტი? არ იცით რა მასალით მოახდინოთ შთაბეჭდილება მიმღებ კომისიაზე? სპეციალურად თქვენთვის – გენიალური მარტინ მაკდონაჰის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს სცენარისტზე, რომელიც იმყოფება შემოქმედებით კრიზისში და მის მეგობარზე, რომელიც ოცნებობს მის დახმარებაზე.

2,056 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2014
M T W T F S S
« Oct   Dec »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930