Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ქართველი ახალგაზრდებისთვის სტრასბურგში საქართველოს პარლამენტის მოდელირება გაიმართება

ქართველი ახალგაზრდებისთვის სტრასბურგში საქართველოს პარლამენტის მოდელირება გაიმართება
November 12
17:29 2014

მიიღე სტრასბურგში უფასოდ ვიზიტის შანსი! საფრანგეთში საქართველოს პარლამენტის მოდელირება გაიმართება.

პარასკევს, 14 ნოემბერს, 13:00 სათზე ახალ უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდება პროექტის პრეზენტაცია.

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტის მიზანია საქართველოს მოქალაქეებში სამოქალაქო საზოგადოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდებში კრიტიკულ–ანალიტიკური დისკუსიის კულტურის დამკვიდრება, მოქალაქეების აღჭურვა პიროვნული და პროფესიული უნარებით, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობისა და როლის ზრდას სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ამ მიზნებიდან გამომდინარე, ინსტიტუტი იწყებს პროგრამას საზოგადოებაში პარლამენტარიზმის გასაძლიერებლად.

საზოგადოებაში პარლამენტარიზმის გაძლიერების პროგრამის ფარლებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს “საქართველოს პარლამენტის მოდელირება”.

სამი დღის განმავლობაში მთელი საქართველოდან შერჩეული მონაწილეები თავს გამოცდიან პარლამენტარების როლში, გადანაწილდებიან 10 კომიტეტში, სადაც იმუშავებენ საკანონმდებლო ინიციატივებზე, მიიღებენ მონაწილეობას დებატებსა და საჯარო გამოსვლებში, აქტიურად ჩაერთვებიან თითოეული ინიციატივის განხილვაში, გაიღრმავებენ ცოდნას პარლამენტარიზმის შესახებ, მიიღებენ რჩევებსა და გაივლიან მასტერკლასებს საქართველოს პარლამენტის წევრებთან.

პროექტის ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო დელეგატები, რომლებიც მიიღებენ ფასიან პრიზებს, ხოლო საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებით დაკომპლექტებული ექსპერტთა ჟიური გამოავლენს საუკეთესო სპიკერს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი 100 %–ით დაუფინანსებს 2–კვირიან სასწავლო ვიზიტს სტრასბურგში, ევროპარლამენტში.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს 16–დან 26 წლამდე.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სარეგისტრაციო განაცხადი არაუგვიანეს 25 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
555 46 69 69
551 70 75 72
cseiprogrammes@gmail.com

პროექტის ენა: ქართული
თარიღი: 12-14 დეკემბერი
მონაწილეობის საფასური: 40 ლარი

ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

407 ნახვა
Tags
Share

About Author

curly

curly

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2014
M T W T F S S
« Oct   Dec »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930